OROBICO GRIGIO

კერამიკული სლები LAMINAM OROBICO GRIGIO, რუხი, მქრქალი. LAMINAM / იტალია

მახასიათებლები:

კერამიკული სლები OROBICO GRIGIO. . წარმოებულია იტალიაში.

• დიდი ფორმატი
• მრავალფეროვანი ზედაპირები
• მდგრადია ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ
• ყინვაგამძლე, ცეცხლგამძლე და ტენმედეგი
• წყალგაუმტარი და არაფოროვანი ზედაპირი
• ეკომეგობრული
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მინიმალური მოვლის საჭიროება
• მრავალფუნქციური გამოყენება

ჩამოტვირთეთ:

წონა 30,00 კგ
ფერი

LAMINAM

ზედაპირის დამუშავების ტიპი

რუხი

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 14401179G572 კატეგორია:
აღწერა
  • დეტალური ინფორმაცია
  • ტექნიკური დოკუმენტაცია
  • პროექტები
  • ტექნოლოგიები
  • რეკომენდაციები
  • ვიდეოთეკა

აღწერილობა:

Orobico Grigio არის პრემიუმ კლასის კერამიკული სლები, რომელსაც იშვიათი და ძვირფასი იტალიური მარმარილოს ვიზუალი აქვს. გვხვდება მქრქალი, ბუჩარდირებული (დაჩაქუჩებული) და პრიალა ზედაპირებით, ნაცრისფერი ტონების მდიდარი პალიტრით და დინამიკური ღია ფერის ძარღვებით. ხელმისაწვდომია დიდი ფორმატები, რაც ამცირებს შეერთების ხაზების რაოდენობას და ქმნის უწყვეტ, ვრცელ ვიზუალს.
სლები შედგება ბუნებრივი მინერალების, თიხის, მინდვრის შპატისა და მაღალი ხარისხის გადამუშავებული მასალებისგან. მდგრადია გაკაწვრის, ლაქების, ქიმიური ნივთიერებების, ყინვისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. შესაფერისია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებისთვის, მათ შორის კედლებისთვის, იატაკებისთვის, სამუშაო ზედაპირებისთვის და ფასადებისთვის. მისი ზედაპირი ჰიგიენური, არაფოროვანი და ადვილად საწმენდია. არ უწყობს ხელს ბაქტერიებისა და ობის გავრცელებას. ახასიათებს თერმული შოკისა და აბრაზიის მიმართ მდგრადობა. ასევე, მდგრადია უმეტესი მჟავების, ტუტეებისა და გამხსნელების მიმართ.

ხელმისაწვდომი ზომები:

Laminam 3 (1000×3000მმ)
Laminam 3+ (1000×3000მმ)
Laminam 5 (1000×3000მმ)
Laminam 5 (1620×3240მმ)
Laminam 5+ (1620×3240მმ)
Laminam 12+ (1620×3240მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება:

• შიდა სივრცე: საძინებლებისა და დერეფნების იატაკი, კედლის მოპირკეთება, სამზარეულოს სამუშაო ზედაპირები და კუნძულები, სააბაზანოს ნიჟარები და საშხაპეები.
• გარე სივრცე: ვენტილირებადი ფასადები, ტერასები, გარე სასადილო ზონები
• კომერციული სივრცე: კედლების მოპირკეთება სავაჭრო ობიექტებსა და სასტუმროს ფოიეებში

მონტაჟი:

არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა მშრალი სივრცეებისთვის რეკომენდებულია წებოცემენტი. სველი წერტილებისთვის, როგორებიცაა აბაზანა და სამზარეულო, გირჩევთ, გამოიყენოთ ეპოქსიდური წებო, რომელიც წყალგამძლეა და ხელს უშლის ტენის შეღწევას.
გარე გამოყენებისთვის გირჩევთ პოლიურეთანის წებოს , რომელიც გაცილებით მდგრადია ტემპერატურის ცვლილებებისა და გარე პირობების მიმართ.

მოვლა:

ყოველდღიური წმენდისათვის გამოიყენეთ რბილი ნაჭერი და თბილი წყალი,სურვილისამებრ pH-ნეიტრალური საწმენდი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ Laminam ლაქების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, რეკომენდებულია დაღვრილი სითხეების, განსაკუთრებით მჟავური სასმელების (ღვინო, წვენი, ძმარი), ყავის ან ზეთების დაუყოვნებლივ გაწმენდა. ძლიერ აბრაზიულ ღრუბლების, მავთულის ჯაგრისების ან ფხვნილების გამოყენება საჭირო არ არის.

გუნდის რეკომენდაცია:

Laminam Orobico Grigio კარგად ეხამება თანამედროვე და მინიმალისტურ დიზაინებს, შავ-თეთრ ავეჯს და ლითონის ელემენტებს. მასთან ერთად იდეალურია ბეტონის, ფოლადის ან მუქი ხის დეტალები. მშვენივრად მუშაობს თბილი ხის ტონებთან, თითბერის აქსესუარებთან და ნეიტრალურ ფერთა პალიტრასთან.

ვიდეოთეკა