CALCE GRIGIO

კერამიკული სლები LAMINAM CALCE GRIGIO, რუხი, ტექსტურირებული/რელიეფური. LAMINAM / იტალია

მახასიათებლები:

კერამიკული სლები CALCE GRIGIO. . წარმოებულია იტალიაში.

• დიდი ფორმატი
• მრავალფეროვანი ზედაპირები
• მედეგობა ცვეთის, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ
• ცეცხლგამძლე, ყინვაგამძლე და ტენმედეგი
• ულტრაიისფერი სხივების მიმართ გამძლე
• ეკოლოგიურად სუფთა
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მინიმალური მოვლის საჭიროება
• მრავალმხრივი გამოყენება

ჩამოტვირთეთ:

წონა 7,80 კგ
ზომები არ არის
ფერი

LAMINAM

ზედაპირის დამუშავების ტიპი

რუხი

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 14401000G382 კატეგორია:
აღწერა
  • დეტალური ინფორმაცია
  • ტექნიკური დოკუმენტაცია
  • პროექტები
  • ტექნოლოგიები
  • რეკომენდაციები
  • ვიდეოთეკა

აღწერილობა:

Grigio უმაღლესი ხარისხის, რუხი ფერის კერამიკული სლებია, რომელსაც ტექსტურირებული და ბუჩარდირებული (დაჩაქაუჩებული) ზედაპირები აქვს. მისი დაბალანსებული ტონი ქმნის ნეიტრალურ, მაგრამ თვალშისაცემ ვიზუალს როგორც თანამედროვე, ასევე ინდუსტრიული სტილის დიზაინისთვის.
მიღებულია თიხის, მინდვრის შპატებისა და მინერალური პიგმენტებისგან. გამოირჩევა მაღალი გამძლეობით თერმული სტრესის, ქიმიური ნივთიერებებისა და ფიზიკური ზემოქმედების მიმართ. იდეალურია, როგორც ფუნქციური, ისე დეკორატიული გამოყენებისთვის. უძლებს ტემპერატურის სწრაფ ცვლილებებს გაბზარვის გარეშე. მდგრადია ქიმიური ნივთიერებებისა და ლაქების მიმართ. დამზადებულია ანტიბაქტერიული დანამატებით, რაც უზრუნველყოფს მის ჰიგიენურობას და ხელს უშლის ბაქტერიებისა და ობის ზრდას. მნიშვნელოვანია მასში ორგანული ნაერთების დაბალი შემცველობაც, რაც მას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს ხდის და ამცირებს შენობის შიგნით ჰაერის დაბინძურებას. უძლებს ყინვას, არის ცეცხლგამძლე და ტენმედეგი. უძლებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას, რაც ხელს უშლის გაუფერულებას.

ხელმისაწვდომი ზომები:

Laminam 3 (1000×3000მმ)
Laminam 3+ (1000×3000მმ)
Laminam 5 (1000×3000მმ)
Laminam 5 (1620×3240მმ)
Laminam 5+ (1620×1620მმ)
Laminam 12+ (1620×3240მმ)
Laminam 20+ (1620×3240მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება:

შიდა და გარე მოპირკეთება: იდეალურია კედლების, ფასადებისა და ტიხრებისთვის
სამზარეულოს სამუშაო ზედაპირები: გამძლე, ჰიგიენური და ვიზუალურად მიმზიდველი, იდეალურია ტუმბოებისა და კედლის პანელებისთვის
სააბაზანოს ტუმბოები და საშხაპის კედლები: მდგრადი ტენის მიმართ და ადვილად საწმენდი.
იატაკის საფარი: მისი დიდი ფორმატი ქმნის უწყვეტ ვიზუალს, ამცირებს შეერთების ხაზების რაოდენობას და შესაფერისია მაღალი დატვირთვის ზონებისთვის
ავეჯი და ინდივიდუალური დიზაინი: გამოიყენება მაგიდების, თაროებისა და სხვა ორიგინალური შტრიხებისთვის

მონტაჟი:

არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა მშრალი სივრცეებისთვის რეკომენდირებულია წებოცემენტი. სველი წერტილებისთვის, როგორებიცაა აბაზანა და სამზარეულო, რეკომენდირებულია ეპოქსიდური წებო, რომელიც წყალგამძლეა და ხელს უშლის ტენის შეღწევას.
გარე გამოყენებისთვის გირჩევთ პოლიურეთანის წებოს , რომელიც გაცილებით მდგრადია ტემპერატურის ცვლილებებისა და გარე პირობების მიმართ.

მოვლა:

ყოველდღიური წმენდისათვის გამოიყენეთ რბილი ნაჭერი და თბილი წყალი,სურვილისამებრ pH-ნეიტრალური საწმენდი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ Laminam მაღალი ლაქების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, რეკომენდებულია დაღვრილი სითხეების, განსაკუთრებით მჟავური სასმელების (ღვინო, წვენი, ძმარი), ყავის ან ზეთების დაუყოვნებლივ გაწმენდა. ძლიერ აბრაზიულ ღრუბლების, მავთულის ჯაგრისების ან ფხვნილებს გამოყენება საჭირო არ არის

გუნდის რეკომენდაცია:

Grigio-ს ნეიტრალური ფერი უზრუნველყოფს მის მოქნილობას როგორც მკვეთრ, ისე მინიმალისტურ დიზაინებში. მშვენივრად ეხამება როგორც ღია, ასევე მუქ მასალებს. გაითვალისწინეთ მისი კონტრასტი უფრო მუქ ელემენტებთან, როგორიცაა შავი, ბრინჯაოსფერი დეტალები ან ხე. დიდი ფორმატის სლები განსაკუთრებით უხდება იატაკსა და კედლებს, რადგან უწყვეტ ვიზუალს ქმნის. შეუხამეთ გლუვ შავ, მინის ან ფოლადის ზედაპირებს, ან პირიქით, განსხვავებული დიზიანისთვის სცადეთ პრიალა ავეჯი.

ვიდეოთეკა