IN-SIDE PIETRA DI CARDOSO NERO

კერამიკული სლები LAMINAM IN-SIDE PIETRA DI CARDOSO NERO, შავი. LAMINAM / იტალია

• დიდი ფორმატი
• მქრქალი ზედაპირი
• ყინვაგამძლე, ცეცხლგამძლე და ტენმედეგი
• მდგრადი ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ
• არ იგროვებს ბაქტერიებსა და სოკოს
• მარტივად მოსავლელი
• ეკომეგობრული

შავი და ნაცრისფერი ელფერის უნიკალური შერწყმა,ცეცხლით დამუშავებული ზედაპირი და ბუნებრივი ქვის ეფექტი ქმნის ელეგანტურ და ძლიერი ხასიათის მქონე დიზაინს.მისი გრანიტის სიმტკიცე , ნაკაწრებისა და ტემპერატურული ცვლილებებისადმი მდგრადობა მასალის სიმტკიცის გარანტიაა,როგორც ინტერიერში ასევე ექსტეიერშიც. იდეალურია სველ წერტილებშიც ,ხოლო ქიმიური და მექანიკური მდგრადობა უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებას ყოველგვარი დაზიანებების გარეშე. ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებადი მასალა, რომელიც აერთიანებს თანამედროვეობასა და კლასიკურ ელეგანტურობას

ჩამოტვირთეთ:

წონა 14,00 კგ
ზომები არ არის
ფერი

შავი

ზედაპირის დამუშავების ტიპი

ცეცხლით დამუშავებული ზედაპირი

ბრენდი

Laminam

ფორმატი

1200x3000x5|1200x3000x5.5|1620x3240x12.5|1620x3240x20.5|1620x3240x5.5

წონა (ზომის ერთ.)

14 კგ/მ2

სარკისებრი გაშლა

სარკისებრი გაშლით

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 144010008158 კატეგორია:
აღწერა
  • აღწერილობა
  • ხელმისაწვდომი ზომები
  • გამოყენება
  • მონტაჟი
  • მოვლა
  • გუნდის რეკომენდაცია

აღწერილობა:

შავი და ნაცრისფერი ელფერის უნიკალური შერწყმა,ცეცხლით დამუშავებული ზედაპირი და ბუნებრივი ქვის ეფექტი ქმნის ელეგანტურ და ძლიერი ხასიათის მქონე დიზაინს.მისი გრანიტის სიმტკიცე , ნაკაწრებისა და ტემპერატურული ცვლილებებისადმი მდგრადობა მასალის სიმტკიცის გარანტიაა,როგორც ინტერიერში ასევე ექსტეიერშიც. იდეალურია სველ წერტილებშიც ,ხოლო ქიმიური და მექანიკური მდგრადობა უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებას ყოველგვარი დაზიანებების გარეშე. ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებადი მასალა, რომელიც აერთიანებს თანამედროვეობასა და კლასიკურ ელეგანტურობას

ზომები:

• Laminam 5(1200×3000 მმ)
• Laminam 5+(1200×3000 მმ)
• Laminam 12+(1620×3240 მმ)
• Laminam 20+(1620×3240 მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება:

• იატაკი – შესაფერისია როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეებისთვის, უზრუნველყოფს გამძლე და ელეგანტურ ზედაპირს
• ექსტერიერის ფასადებზე – ქმნის დახვეწილ და ამინდის ზემოქმედების მიმართ მდგრად საფარს შენობებისთვის
• სამზარეულოს ზედაპირები და კედლის პანელები – მდგრადია სიცხის, ნაკაწრებისა და ლაქების მიმართ, რაც მას იდეალურს ხდის თანამედროვე და პრაქტიკული სამზარეულოებისთვის
• აბაზანის ნიჟარის ზედაპირებზე – წყალგაუმტარი და მარტივად მოსავლელი, იდეალურია სააბაზანო სივრცეებისთვის
• კარებისა და კედლის მოპირკეთება – გამოიყენება დეკორატიული კარებისა და კედლის პანელებისთვის, ქმნის ელეგანტურ ზედაპირს
• აუზის გარშემო – წყალგამძლეობა და ნაკლები აცურების თვისება მას იდეალურს ხდის აუზებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიებისთვის გამოსაყენებლად
• კიბე – უზრუნველყოფს გამძლე, ნაკლები აცურების მქონე ზედაპირს, როგორც შიდა, ისე გარე კიბეებისთვის
• კომერციულ და საჯარო სივრცეებში – მისი გამძლეობა და დახვეწილი დიზაინი იდეალურია სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, სავაჭრო ცენტრებისთვისა და საოფისე ინტერიერებისთვის

მონტაჟი:

მონტაჟისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
• კერამიკის სლების მონტაჟი არასასურველია 5 გრადუსზე დაბალ და 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს.
• მაღალი სიმტკიცისა და კლიმატური პირობების მიმართ გამძლეობისთვის საჭიროა წებო-ცემენტი
• ეპოქსიდური წებო იდეალურია კომერციული სივრცეებისთვის, სამზარეულოს ზედაპირებისთვის და სველი წერტილებისთვის.გამოირჩევა მაღალი ქიმიური და მექანიკური მდგრადობით,უზრუნველყოფს წყალგაუმტარობას და გამძლეობას მძიმე დატვირთვის პირობებში.
• პოლიურეთანის წებო შესანიშნავია ექსტერიერის ფასადებისთვის, აუზების გარშემო და მაღალი ტემპერატურული ცვლილებებისთვის .გამოირჩევა მაღალი ელასტიურობითა და დრეკადობით, რაც ეხმარება მასალას ტემპერატურულ გაფართოებასთან ადაპტაციაში.უზრუნველყოფს ხანგრძლივ მდგრადობას, არ იშლება და არ ბზარავს.

მოვლა:

• რეკომენდებულია მკვეთრი ქიმიკატებისგან თავისუფალი, რბილი სარეცხი ხსნარები.
• იდეალურია წყალზე დაფუძნებული ან სპეციალურად კერამიკისთვის განკუთვნილი სითხეები.
• მიკრობოჭკოვანი ჩვარი ან რბილი ღრუბელი-ზედაპირს მბზინავ იერს შეუნარჩუნებს.
• სპეციალური საწმენდი საშუალებები ცხიმისა და ლაქებისთვის
• სამზარეულოს ზედაპირებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ცხიმის მოსაშორებელი ნეიტრალური საშუალებები.
• წყლის გაწმენდის შემდეგ ზედაპირი მშრალი ქსოვილით გაიწმინდოს, რათა მინერალური ნადები არ დაგროვდეს.
• მოერიდეთ ძალიან კონცენტრირებული ქიმიური ხსნარების გამოყენებას, რადგან ისინი შეიძლება დროთა განმავლობაში ზედაპირის ტექსტურას და ფერს შეეხოს.

გუნდის რეკომენდაცია:

იდეალურად ერწყმის თეთრსა და კრემისფერს, ხის თბილ ტონებს და მეტალის ელემენტებს, რაც მას უნივერსალურ და დროულ არჩევანად აქცევს. მისი დახვეწილი სტილი და გამძლეობა შეუდარებელ ეფექტს ქმნის როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ სივრცეებში.მასალის ხანგრძლივი და ესთეტიური გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია სწორი მონტაჟი და მოვლა. რეკომენდებულია სპეციალიზებული წებო-ცემენტი, ეპოქსიდური ან პოლიურეთანის წებო, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და მდგრადობას.

ვიდეოთეკა