FOKOS VERDE BARTOLOMEO
472,00 ₾
კერამიკული სლები LAMINAM FOKOS VERDE BARTOLOMEO, მწვანე. LAMINAM / იტალია
• დიდი ფორმატი
• მქრქალი ზედაპირი
• ყინვაგამძლე, ცეცხლგამძლე და ტენმედეგი
• მდგრადი ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ
• არ იგროვებს ბაქტერიებსა და სოკოს
• მარტივად მოსავლელი
• ეკომეგობრული
უნიკალური სლები, რომელიც ასახავს ბუნებრივი ელემენტების სიმდიდრეს. მინერალებით შთაგონებული მისი მუქი მწვანე ფერი ქმნის სიმშვიდის შეგრძნებას, რაც მას იდეალურს ხდის როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური დიზაინისთვის. ეს ზედაპირი ჰარმონიულად და იდეალურად ერწყმის ნებისმიერ გარემოს. შესანიშნავია სამუშაო ზედაპირებისთვის, იატაკისთვის, კედლის მოპირკეთებისა და ავეჯისთვის.ასევე შესაფერისია როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული სივრცეებისთვის.იგი დახვეწილობისა და გამძლეობის გარანტია.
წონა | 14,50 კგ |
---|---|
ზომები | არ არის |
![]() |
მწვანე |
![]() |
1000x3000x5|1000x3000x5.5|1500x2534x5.5|1500x2943x5.5 |
![]() |
ტექსტურირებული |
![]() |
სარკისებრი გაშლით |
![]() |
Laminam |
![]() |
14.5 კგ/მ2 |
- აღწერილობა
- გამოყენება
- მონტაჟი
- მოვლა და რეკომენდაცია
- პროექტები
- დოკუმენტაცია
აღწერილობა:
უნიკალური სლები, რომელიც ასახავს ბუნებრივი ელემენტების სიმდიდრეს. მინერალებით შთაგონებული მისი მუქი მწვანე ფერი ქმნის სიმშვიდის შეგრძნებას, რაც მას იდეალურს ხდის როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური დიზაინისთვის. ეს ზედაპირი ჰარმონიულად და იდეალურად ერწყმის ნებისმიერ გარემოს. შესანიშნავია სამუშაო ზედაპირებისთვის, იატაკისთვის, კედლის მოპირკეთებისა და ავეჯისთვის.ასევე შესაფერისია როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული სივრცეებისთვის.იგი დახვეწილობისა და გამძლეობის გარანტია.
გამოყენება:
• სამუშაო ზედაპირები – იდეალურია სამზარეულოსა და აბაზანისთვის, გამძლეა ნაკაწრების, სითბოსა და ლაქების მიმართ
• იატაკი – ახასიათებს უნიკალური ვიზუალური ეფექტი და მდგრადია ნაკაწრების, ლაქებისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის ინტენსიურად გამოყენებადი ზონებისთვის
• კედლის მოპირკეთება – საცხოვრებელ თუ კომერციულ სივრცეს სძენს დახვეწილ და თანამედროვე იერსახეს
• ავეჯი და დიზაინერული ელემენტები – შესანიშნავია მაგიდების, თაროებისა და სხვა დეკორატიული კონსტრუქციებისთვის
• გარე ფასადები – უძლებს კლიმატურ ცვლილებებს, ულტრაიისფერ სხივებსა და ექსტრემალურ პირობებს
• კარისა და შიდა ტიხრების მოპირკეთება – ქმნის ჰარმონიულ და ელეგანტურ გარემოს, განსაკუთრებით თანამედროვე დიზაინში
მონტაჟი:
მონტაჟისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
• კერამიკის სლების მონტაჟი არასასურველია 5 გრადუსზე დაბალ და 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს.
• ეპოქსიდური წებო იდეალურია კომერციული სივრცეებისთვის, სამზარეულოს ზედაპირებისთვისა და სველი წერტილებისთვის.გამოირჩევა მაღალი ქიმიური და მექანიკური მდგრადობით,უზრუნველყოფს წყალგაუმტარობას და გამძლეობას მძიმე დატვირთვის პირობებში.
• მაღალი სიმტკიცისა და კლიმატური პირობების მიმართ გამძლეობისთვის საჭიროა წებო-ცემენტი
• პოლიურეთანის წებო შესანიშნავია ექსტერიერის ფასადებისთვის, აუზების გარშემო და მაღალი ტემპერატურული ცვლილებებისთვის .გამოირჩევა მაღალი ელასტიურობითა და დრეკადობით, რაც ეხმარება მასალას ტემპერატურულ გაფართოებასთან ადაპტაციაში.უზრუნველყოფს ხანგრძლივ მდგრადობას, არ იშლება და არ იბზარება
მოვლა:
• რეკომენდებულია მკვეთრი ქიმიკატებისგან თავისუფალი, რბილი სარეცხი ხსნარები
• იდეალურია წყალზე დაფუძნებული ან სპეციალურად კერამიკისთვის განკუთვნილი სითხეები
• მიკრობოჭკოვანი ჩვარი ან რბილი ღრუბელი-ზედაპირს მბზინავ იერს შეუნარჩუნებს
• სამზარეულოს ზედაპირებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ცხიმის მოსაშორებელი ნეიტრალური საშუალებები
• წყლის გაწმენდის შემდეგ ზედაპირი მშრალი ქსოვილით გაიწმინდოს, რათა მინერალური ნადები არ დაგროვდეს
• მოერიდეთ ძალიან კონცენტრირებული ქიმიური ხსნარების გამოყენებას, რადგან მათ შესაძლოა დროთა განმავლობაში ზედაპირის ტექსტურასა და ფერზე იმოქმედონ
ხელმისაწვდომი ზომები:
• Laminam 3 (1000×3000 მმ)
• Laminam 3+ (1000×3000 მმ)
• Laminam 5 (1000×3000 მმ)
• Laminam 5 (1620×3240 მმ)
• Laminam 5+ (1620×3240 მმ)
• Laminam 12+ (1620×3240 მმ)
• Laminam 20+ (1620×3240 მმ)
ჩამოტვირთეთ:
მსგავსი პროდუქტები

BLEND AVORIO
225,00 ₾No account yet?
რეგისტრაცია