OSSIDO VERDERAME

კერამიკული სლები LAMINAM OSSIDO VERDERAME, მწვანე, ბუნებრივი რელიეფით. LAMINAM / იტალია

• დიდი ფორმატი
• მქრქალი ზედაპირი
• ყინვაგამძლე, ცეცხლგამძლე და ტენმედეგი
• მდგრადი ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ
• არ იგროვებს ბაქტერიებსა და სოკოს
• მარტივად მოსავლელი
• ეკომეგობრული

ჩამოტვირთეთ:

წონა 8,20 კგ
ზომები არ არის
ფერი

მწვანე

ფორმატი

1000x3000x3.5|1000x3000x5|1620x3240x12.5|1620x3240x20.5|1620x3240x5|1620x3240x5.5

ზედაპირის დამუშავების ტიპი

ბუნებრივი რელიეფით

სარკისებრი გაშლა

სარკისებრი გაშლით

წყლის შთანთქმა

≤ 0.1%

ბრენდი

Laminam

წონა (ზომის ერთ.)

8.2 კგ/მ2

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 144011795266 კატეგორია:
აღწერა
  • დეტალური ინფორმაცია
  • ტექნიკური დოკუმენტაცია
  • პროექტები
  • ტექნოლოგიები
  • რეკომენდაციები
  • ვიდეოთეკა

აღწერილობა:

სლები,სადაც მწვანე და სპილენძის შეფერილობები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. მისი დიზაინი ქმნის მყუდრო და გამორჩეულ,ორიგინალურ გარემოს. მისი დიზაინში გამოყენება შეუძლიათ მათაც, ვისაც უყვარს ელეგანტური და მდიდრული,ლუქს ტიპის ინტერიერი.სლები ხასიათდება ეკომეგობრულობითა და გადამუშავებადი მასალით.მდგრადია ნაკაწრებისა და ლაქების მიმართ. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც საცხოვრებელ,ისე კომერციულ სივრცეებში.

ხელმისაწვდომი ზომები:

• Laminam 3 (1000×3000 მმ)
• Laminam 3+ (1000×3000 მმ)
• Laminam 5 (1000×3000 მმ)
• Laminam 5 (1620×3240 მმ)
• Laminam 5+ (1620×3240 მმ)
• Laminam 12+ (1620×3240 მმ)
• Laminam 20+ (1620×3240 მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება:

• ავეჯი – შესაძლებელია უნიკალური ავეჯის ელემენტების შექმნა, როგორიცაა მაგიდის ზედაპირები, თაროები და კარადის ფასადები. მისი გამძლეობა და ესთეტიკური მიმზიდველობა იდეალურს ხდის როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეებში
• კედელი – გამოყენება შესაძლებელია მისაღებ ოთახებში, საძინებლებსა და კომერციულ სივრცეებში. მისი ფართო ფორმატი ქმნის ერთიან და ელეგანტურ იერს
• ექსტერიერის ფასადები – UV სხივებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ მდგრადობის გამო, იგი იდეალურია შენობების გარე მოპირკეთებისთვის. უზრუნველყოფს თანამედროვე და დახვეწილ იერსახეს
• სველი წერტილები – მისი გამოყენება შესაძლებელია აბაზანის ზედაპირებისთვის, საშხაპე კედლებისთვისა და იატაკისთვის, რათა შეიქმნას თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის ინტერიერი

მონტაჟი:

მონტაჟისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
• კერამიკის სლების მონტაჟი არასასურველია 5 გრადუსზე დაბალ და 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს.
• მაღალი სიმტკიცისა და კლიმატური პირობების მიმართ გამძლეობისთვის საჭიროა წებო-ცემენტი
• ეპოქსიდური წებო იდეალურია კომერციული სივრცეებისთვის, სამზარეულოს ზედაპირებისთვის და სველი წერტილებისთვის.გამოირჩევა მაღალი ქიმიური და მექანიკური მდგრადობით,უზრუნველყოფს წყალგაუმტარობას და გამძლეობას მძიმე დატვირთვის პირობებში.
• პოლიურეთანის წებო შესანიშნავია ექსტერიერის ფასადებისთვის, აუზების გარშემო და მაღალი ტემპერატურული ცვლილებებისთვის .გამოირჩევა მაღალი ელასტიურობითა და დრეკადობით, რაც ეხმარება მასალას ტემპერატურულ გაფართოებასთან ადაპტაციაში.უზრუნველყოფს ხანგრძლივ მდგრადობას, არ იშლება და არ ბზარავს.

მოვლა:

• რეკომენდებულია მკვეთრი ქიმიკატებისგან თავისუფალი, რბილი სარეცხი ხსნარები.
• იდეალურია წყალზე დაფუძნებული ან სპეციალურად კერამიკისთვის განკუთვნილი სითხეები.
• მიკრობოჭკოვანი ჩვარი ან რბილი ღრუბელი-ზედაპირს მბზინავ იერს შეუნარჩუნებს.
• სპეციალური საწმენდი საშუალებები ცხიმისა და ლაქებისთვის
• სამზარეულოს ზედაპირებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ცხიმის მოსაშორებელი ნეიტრალური საშუალებები.
• წყლის გაწმენდის შემდეგ ზედაპირი მშრალი ქსოვილით გაიწმინდოს, რათა მინერალური ნადები არ დაგროვდეს.
• მოერიდეთ ძალიან კონცენტრირებული ქიმიური ხსნარების გამოყენებას, რადგან ისინი შეიძლება დროთა განმავლობაში ზედაპირის ტექსტურას და ფერს შეეხოს.

გუნდის რეკომენდაცია:

ჩვენი რეკომენდაციით, ამ კონკრეტული სლების მწვანე ფერს განსაკუთრებით მოუხდება ბეჟი და ქვიშისფერი,რადგან ეს ფერები დააბალანსებს მწვანეს სიმკვეთრეს და უფრო მეტად დახვეწს ინტერიერს.ასევე ძალიან მოუხდება ოქროსფერი დეტალებიც, ვინაიდან მისი მეშვეობით დიზაინი შეიძენს ლუქს ეფექტს.

ვიდეოთეკა