LEGNO VENEZIA SABBIA
კერამიკული სლები LAMINAM LEGNO VENEZIA SABBIA, ყვითელი, ბუნებრივი რელიეფით. LAMINAM / იტალია
მახასიათებლები:
კერამიკული სლები LEGNO VENEZIA SABBIA. . წარმოებულია იტალიაში.
• დიდი ფორმატი;
• მდგრადი ნაკაწრების, ლაქებისა და დაზიანებების მიმართ;
• ყინვაგამძლე;
• ცეცხლგამძლე;
• დაბალი წყლის შთანთქმა;
• ულტრაიისფერი რეზისტენტობა;
• ეკომეგობრული;
• მარტივად საინსტალაციო;
• მარტივად მოსავლელი;
• გრძელვადიანი გამოყენებისთვის.
წონა | 7,80 კგ |
---|---|
![]() |
LAMINAM |
![]() |
ყვითელი |
![]() |
1620x3240x12 / 1620x3240x12.5 / 1620x3240x3 / 1620x3240x3.5 / 1620x3240x5 |
- დეტალური ინფორმაცია
- ტექნიკური დოკუმენტაცია
- პროექტები
- ტექნოლოგიები
- რეკომენდაციები
- ვიდეოთეკა
აღწერილობა
Sabbia მაღალი ხარისხის კერამიკული ფილაა, რომელიც ბუნებრივი ხის მსგავსი ტექსტურით გამოირჩევა. მისი ზედაპირი გთავაზობთ ხის ესთეტიკურ მიმზიდველობას, ხოლო მისი კერამიკული მასალა გამძლეობასა და პრაქტიკულობას ინარჩუნებს.
Sabbia უძლებს წნევასა და სხვადასხვა მექანიკურ ზემოქმედებას მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე. ლამინამის ეს სლები დამზადებულია კერამიკული წარმოების უახლესი ტექნოლოგიით. ის მდგრადია ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ, რაც უზრუნველყოფს, მისი ხის მსგავსი ვიზუალის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში. სლები არის ქიმიურად ინერტული, უძლებს გარემო ფაქტორების ზემოქმედებებს.
მისი მოცურებისადმი მდგრადი ზედაპირი კი მას იდეალურ არჩევანს ხდის როგორც სველი, ასევე მშრალი გამოყენებისთვის.
ხელმისაწვდომი ზომები
Laminam 3 (1000×3000 მმ)
Laminam 3+ (1000×3000 მმ)
Laminam 5 (1000×3000 მმ)
Laminam 12+ (1620×3240 მმ)
გამოყენება
შიდა სივრცე – იდეალურია საცხოვრებელი ზონების, მათ შორის სააბაზანოსა და სამზარეულოს კედლების მოსაპირკეთებლად. მისი დამონტაჟება ასევე შეგიძლიათ ავეჯის ზედაპირებზე, კარებზე, მაგიდებსა და დეკორატიული პანელებზე.
ექსტერიერი – Sabbia შეგიძლიათ განათავსოთ გარე სამზარეულოში, აუზის ირვლივ და ტერასაზე.
მონტაჟი
• სანამ დაიწყებთ Sabbia-ს მონტაჟს, დარწმუნდით, რომ ზედაპირი, რომელზეც მუშაობთ არის სუფთა, მშრალი და თანაბარი. აუცილებელია მტვრის, ჭუჭყისა და ძველი მასალის მოშორება, რათა შეიქმნას მყარი საფუძველი ახალი სლებების დასამაგრებლად.
• ლამინამის მონტაჟისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხარისხიანი წებოს გამოყენებაა, რადგან მასზეა დამოკიდებული სლებების გამძლეობა და ვიზუალური ეფექტი. წებო-ცემენტი, ეპოქსიდი და პოლიურეთანის ბაზის წებოები სწორედ ის ჩამონათვალია, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ლამინამის მონტაჟისას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ საინსტალაციო მასალა უნდა შეარჩიოთ მისი დანიშნულებისამებრ, რადგან არსებობს კონკრეტული მიმართულებით გამოყენებადი, მაგ: კედლებისთვის, იატაკისთვისა და ექსტერიერისთვის.
• ინსტალაციისა და გაშრობის დროს შეინარჩუნეთ სტაბილური ტემპერატურა. ინსტალაციისთვის საუკეთესო ტემპერატურა არის 10°C – 30°C შორის. უზრუნველყავით ადეკვატური ვენტილაცია, რათა საინსტალაციო მასალა კარგად გაშრეს.
• დაბოლოს, სლებებს შორის შეინარჩუნეთ სათანადო მანძილი, რათა განხორციელდეს ბუნებრივი გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესი, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ტემპერატურის ცვლილებებია.
მოვლა
• შეინარჩუნეთ სუფთად – რეგულარულად გაწმინდეთ თქვენი სლები რბილი ქსოვილით. ეს ხელს შეუწყობს მათი პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას.
• მოერიდეთ უხეშ ქიმიკატებს – ლაქების უმეტესობა ადვილად მოშორდება თბილი წყლითა და სარეცხი საშუალებებით. უფრო რთულად ამოსაყვანი ლაქებისთვის გამოიყენეთ სპეციალიზებული გამწმენდი, რომელიც რეკომენდებულია კერამიკული ზედაპირებისთვის.
• გარე გამოყენებისთვის – ხშირად გაასუფთავეთ სლებები წყლით ჭუჭყისა და ნარჩენებისგან განსაკუთრებით წვიმიანი ამინდის შემდეგ.
გუნდის რეკომენდაცია
Sabbia გთავაზობთ თბილ, ბუნებრივი ხის მსგავს ელფერს, რომელიც ნებისმიერ სივრცეს ანიჭებს ელეგანტურობას. სხვადასხვა ფერისა და ტექსტურის მასალასთან შეუფერხებლად შერწყმის უნარი მას საუკეთესო ვარიანტად აქცევს განსხვავებული დიზაინების შესაქმნელად.
ხის მსგავსი ტექსტურა ლამინამის ამ სლებს იდეალურ არჩევანს ხდის თბილი, მიმზიდველი ინტერიერის შესაქმნელად. შეუთავსეთ იგი მიწიერ ტონებს, როგორიცაა კრემისფერი, რბილი ყავისფერი და ტერაკოტა, რათა უკეთ წარმოჩნდეს მისი ბუნებრივი ხიბლი. ხის აქცენტები ავეჯსა და აქსესუარებში ასევე ორგანულად შეავსებს Sabbia-ს და შექმნის ჰარმონიულ ატმოსფეროს სივრცეში.
თუ თქვენ გსურთ შექმნათ უფრო თანამედროვე და მინიმალისტური დიზაინი, Sabbia-ს ხის მსგავსი ტექსტურა შესანიშნავად შეერწყმება ისეთ ნეიტრალურ ფერებს, როგორიცაა თეთრი, ღია ნაცრისფერი და კრემისფერი. ამ კომბინაციებით თქვენ მიიღებთ სუფთა და დახვეწილ ინტერიერს, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ თანამედროვე სამზარეულოებსა და სველ წერტილებში. მინიმალისტური ატმოსფეროს შესანარჩუნებლად, აირჩიეთ გამარტივებული ავეჯი და მოწყობილობები დახვეწილი გეომეტრიული ფორმებით.
ვიდეოთეკა
მსგავსი პროდუქტები

CALCE NERO
370,00 ₾
FOKOS RENA
396,00 ₾