FOKOS RENA

კერამიკული სლები LAMINAM FOKOS RENA, ყავისფერი, ტექსტურირებული/რელიეფური. LAMINAM / იტალია

• დიდი ფორმატი
• მქრქალი ზედაპირი
• ყინვაგამძლე, ცეცხლგამძლე და ტენმედეგი
• მდგრადი ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ
• არ იგროვებს ბაქტერიებსა და სოკოს
• მარტივად მოსავლელი
• ეკომეგობრული

ჩამოტვირთეთ:

წონა 14,00 კგ
ბრენდი

Laminam

ფერი

ყავისფერი

ფორმატი

1000x1000x5 / 1000x3000x3 / 1000x3000x3.5 / 1000x3000x5

ზედაპირის დამუშავების ტიპი

ტექსტურირებული

წონა (ზომის ერთ.)

14 კგ/მ2

სარკისებრი გაშლა

სარკისებრი გაშლით

წყლის შთანთქმა

≤ 0.1%

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 144010009259 კატეგორია:
აღწერა
  • დეტალური ინფორმაცია
  • ტექნიკური დოკუმენტაცია
  • პროექტები
  • ტექნოლოგიები
  • რეკომენდაციები
  • ვიდეოთეკა

აღწერილობა:

სლები არის ბუნებრივი ტექსტურებისა და დახვეწილი სილამაზის ჰარმონიული შერწყმა. შთაგონებულია ქვის გამორჩეული ელეგანტურობით. მას ახასიათებს რბილი,თბილი და მიწის შეფერილობის ტონები. იგი იდეალურია თანამედროვე,მინიმალისტური და კლასიკური სივრცეებისთვის. მისი მდგრადობა და გამძლეობა ლაქების,ნაკაწრებისა და UV სხივებისადმი აქცევს მას შესანიშნავ არჩევნად როგორც საცხოვრებელი,ისე კომერციული სივრცეებისთვის.

ხელმისაწვდომი ზომები:

• Laminam 3(1000×3000მმ)
• Laminam 3+(1000×3000მმ)
• Laminam 5(1000×3000მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება:

• ავეჯი – შესაძლებელია უნიკალური ავეჯის ელემენტების შექმნა, როგორიცაა მაგიდის ზედაპირები, თაროები და კარადის ფასადები. მისი გამძლეობა და ესთეტიკური მიმზიდველობა იდეალურს ხდის როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეებში
• კედელი – გამოყენება შესაძლებელია მისაღებ ოთახებში, საძინებლებსა და კომერციულ სივრცეებში. მისი ფართო ფორმატი ქმნის ერთიან და ელეგანტურ იერს
• ექსტერიერის ფასადები – UV სხივებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ მდგრადობის გამო, იგი იდეალურია შენობების გარე მოპირკეთებისთვის. უზრუნველყოფს თანამედროვე და დახვეწილ იერსახეს
• სველი წერტილები – მისი გამოყენება შესაძლებელია აბაზანის ზედაპირებისთვის, საშხაპე კედლებისთვისა და იატაკისთვის, რათა შეიქმნას თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის ინტერიერი

მონტაჟი:

მონტაჟისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
• კერამიკის სლების მონტაჟი არასასურველია 5 გრადუსზე დაბალ და 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს.
• მაღალი სიმტკიცისა და კლიმატური პირობების მიმართ გამძლეობისთვის საჭიროა წებო-ცემენტი
• ეპოქსიდური წებო იდეალურია კომერციული სივრცეებისთვის და სველი წერტილებისთვის.გამოირჩევა მაღალი ქიმიური და მექანიკური მდგრადობით,უზრუნველყოფს წყალგაუმტარობას და გამძლეობას მძიმე დატვირთვის პირობებში.
• პოლიურეთანის წებო შესანიშნავია ექსტერიერის ფასადებისთვის, აუზების გარშემო და მაღალი ტემპერატურული ცვლილებებისთვის .გამოირჩევა მაღალი ელასტიურობითა და დრეკადობით, რაც ეხმარება მასალას ტემპერატურულ გაფართოებასთან ადაპტაციაში.უზრუნველყოფს ხანგრძლივ მდგრადობას, არ იშლება და არ ბზარავს.

მოვლა:

• რეკომენდებულია მკვეთრი ქიმიკატებისგან თავისუფალი, რბილი სარეცხი ხსნარები.
• იდეალურია წყალზე დაფუძნებული ან სპეციალურად კერამიკისთვის განკუთვნილი სითხეები.
• მიკრობოჭკოვანი ჩვარი ან რბილი ღრუბელი-ზედაპირს მბზინავ იერს შეუნარჩუნებს.
• სპეციალური საწმენდი საშუალებები ცხიმისა და ლაქებისთვის
• წყლის გაწმენდის შემდეგ ზედაპირი მშრალი ქსოვილით გაიწმინდოს, რათა მინერალური ნადები არ დაგროვდეს.
• მოერიდეთ ძალიან კონცენტრირებული ქიმიური ხსნარების გამოყენებას, რადგან ისინი შეიძლება დროთა განმავლობაში ზედაპირის ტექსტურას და ფერს შეეხოს.

გუნდის რეკომენდაცია:

სლები იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს სიმსუბუქისა და ელეგანტურობის შერწყმა ბუნებრივ ტექსტურასთან. მისი თბილი და მიწისფერი ტონი ხელს უწყობს სივრცეს გახდეს უფრო მყუდრო და უხდება როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ დიზაინს. შესანიშნავად ერგება სააბაზანოებს, კომერციულ ინტერიერებსა და ფასადებს.

ვიდეოთეკა