FILO MERCURIO

კერამიკული სლები LAMINAM FILO MERCURIO, რუხი, ტექსტურირებული/რელიეფური. LAMINAM / იტალია

მახასიათებლები:

კერამიკული სლები FILO MERCURIO. . წარმოებულია იტალიაში.

• დიდი ფორმატი
• მდგრადი ნაკაწრების, ლაქებისა და დაზიანებების მიმართ
• ყინვაგამძლე
• ცეცხლგამძლე
• დაბალი წყლის შთანთქმა
• ულტრაიისფერი რეზისტენტობა
• ეკომეგობრული
• მარტივად საინსტალაციო
• მარტივად მოსავლელი
• გრძელვადიანი გამოყენებისთვის

ჩამოტვირთეთ:

წონა 7,80 კგ
ფერი

LAMINAM

ზედაპირის დამუშავების ტიპი

რუხი

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 14401000G429 კატეგორია:
აღწერა
  • დეტალური ინფორმაცია
  • ტექნიკური დოკუმენტაცია
  • პროექტები
  • ტექნოლოგიები
  • რეკომენდაციები
  • ვიდეოთეკა

აღწერილობა

Mercurio არის დახვეწილი, ნაცრისფერი ტონისა და სტრუქტურირებული ზედაპირის მქონე სლები, რომელიც ჰარმონიულად ავსებს სხვადასხვა სტილის ინტერიერს.
ეს კერამიკული სლები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით, რაც უზრუნველყოფს მის არა მხოლოდ ვიზუალურ მიმზიდველობას, არამედ ფუნქციონალურობასაც.
Mercurio ყინვაგამძლეა, რაც მას იდეალურს ხდის როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის.
მისი გამძლეობა ნაკაწრების, ლაქებისა და ტენიანობის მიმართ კი მას სრულყოფილ არჩევანად აქცევს ექსტერიერში გამოსაყენებლად. Mercurio-ს სლები განკუთვნილია მარტივი ინსტალაციისთვის, რაც დაზოგავს დროსა და ძალისხმევას ინსტალაციის პროცესში.

ხელმისაწვდომი ზომები

Laminam 3 (1000×3000 მმ)
Laminam 3+ (1000×3000 მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება

შიდა სივრცე – Mercurio იდეალურია კედლებისა და ავეჯის მოსაპირკეთებლად, სადაც ის გაუძლებს ტენიანობასა და სხვადასხვა მექანიკურ დაზიანებებს.
გარე სივრცე – ცეცხლგამძლე და ყინვაგამძლე ლამინამის ეს სლები გარე ფასადების მოსაპირკეთებლად ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტაა.

მონტაჟი

• სანამ დაიწყებთ Mercurio-ს მონტაჟს, დარწმუნდით, რომ ზედაპირი, რომელზეც მუშაობთ არის სუფთა, მშრალი და თანაბარი. აუცილებელია მტვრის, ჭუჭყისა და ძველი მასალის მოშორება, რათა შეიქმნას მყარი საფუძველი ახალი სლებების დასამაგრებლად
• ლამინამის მონტაჟისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხარისხიანი წებოს გამოყენებაა, რადგან მასზეა დამოკიდებული სლებების გამძლეობა და ვიზუალური ეფექტი. წებო-ცემენტი, ეპოქსიდი და პოლიურეთანის ბაზის წებოები სწორედ ის ჩამონათვალია, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ლამინამის მონტაჟისას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ საინსტალაციო მასალა უნდა შეარჩიოთ მისი დანიშნულებისამებრ, რადგან არსებობს კონკრეტული მიმართულებით გამოყენებადი, მაგ: კედლებისთვის, იატაკისთვისა და ექსტერიერისთვის
• ინსტალაციისა და გაშრობის დროს შეინარჩუნეთ სტაბილური ტემპერატურა. ინსტალაციისთვის საუკეთესო ტემპერატურა არის 10°C – 30°C შორის. უზრუნველყავით ადეკვატური ვენტილაცია, რათა საინსტალაციო მასალა კარგად გაშრეს
• დაბოლოს, სლებებს შორის შეინარჩუნეთ სათანადო მანძილი, რათა განხორციელდეს ბუნებრივი გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესი, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ტემპერატურის ცვლილებებია

მოვლა

• შეინარჩუნეთ სუფთად – რეგულარულად გაწმინდეთ თქვენი სლები რბილი ქსოვილით. ეს ხელს შეუწყობს მათი პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას
• მოერიდეთ უხეშ ქიმიკატებს – ლაქების უმეტესობა ადვილად მოშორდება თბილი წყლითა და სარეცხი საშუალებებით. უფრო რთულად ამოსაყვანი ლაქებისთვის გამოიყენეთ სპეციალიზებული გამწმენდი, რომელიც რეკომენდებულია კერამიკული ზედაპირებისთვის
• გარე გამოყენებისთვის – ხშირად გაასუფთავეთ სლებები წყლით ჭუჭყისა და ნარჩენებისგან განსაკუთრებით წვიმიანი ამინდის შემდეგ

გუნდის რეკომენდაცია

Mercurio-ს ნაცრისფერი მქრქალი ზედაპირი ქმნის საფუძველს სხვადასხვა დახვეწილი დიზაინის შესაქმნელად. მისი ნეიტრალური ფერი აადვილებს მის სხვა ტონებთან შეხამებას.
ლამინამის ეს სლები ჰარმონიულად ეხამება ისეთ ნეიტრალურ ფერებს, როგორიცაა თეთრი და კრემისფერი. ეს კომბინაცია ქმნის მშვიდ და წყნარ ატმოსფეროს, რაც იდეალურია მოსასვენებელი სივრცეებისთვის. Mercurio-ს ნაცრისფერი ზედაპირი ინტერიერს დახვეწილ ელფერს სძენს, ხოლო ნეიტრალური ფერები აბალანსებს სივრცეს, რაც უზრუნველყოფს მუდმივ ელეგანტურ შეგრძნებებს.
Mercurio-ს ხის ელემენტებთან შერწყმა სივრცეს სითბოს ანიჭებს და უნარჩუნებს თანამედროვე, დახვეწილი იერს. ამგვარი დაწყვილება შესანიშნავია როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციული ინტერიერისთვის. უფრო დინამიკური ინტერიერისთვის კი შეუხამეთ Mercurio თამამ ფერებს, მათ შორის მუქ ლურჯს, ზურმუხტისფერს ან შინდისფერს. Mercurio-ს გამოყენება კედლებზე, ხოლო სხვა აქცენტირებული ფერების გამოყენება ავეჯში, ქსოვილებსა და აქსესუარებში შექმნის დახვეწილ სივრცეს.

ვიდეოთეკა