FILO BRINA
კერამიკული სლები LAMINAM FILO BRINA, რუხი, ტექსტურირებული/რელიეფური. LAMINAM / იტალია
მახასიათებლები:
კერამიკული სლები FILO BRINA. . წარმოებულია იტალიაში.
• დიდი ფორმატი
• მდგრადი ნაკაწრების, ლაქებისა და დაზიანებების მიმართ
• ყინვაგამძლე
• ცეცხლგამძლე
• დაბალი წყლის შთანთქმა
• ულტრაიისფერი რეზისტენტობა
• ეკომეგობრული
• მარტივად საინსტალაციო
• მარტივად მოსავლელი
• გრძელვადიანი გამოყენებისთვის
წონა | 7,80 კგ |
---|---|
![]() |
LAMINAM |
![]() |
რუხი |
![]() |
1000x3000x3 / 1000x3000x3.5 |
- დეტალური ინფორმაცია
- ტექნიკური დოკუმენტაცია
- პროექტები
- ტექნოლოგიები
- რეკომენდაციები
- ვიდეოთეკა
აღწერილობა
მაღალი ხარისხის კერამიკით დამზადებული Brina-ს სლები გთავაზობთ დახვეწილ ტექსტურირებულ ზედაპირსა და გამორჩეულ ტექნიკურ მახასიათებლებს თქვენს ინტერიერში. Brina ქმნის მშვიდ გარემოს თავისი ბეჟი, რბილი ტონებით, ხოლო მისი მქრქალი საფარი აძლიერებს მის მინიმალისტურ სილამაზეს.
ლამინამის ეს სლები ცნობილია თავისი განსაკუთრებული გამძლეობით ცვეთისა და ტენიანობისადმი. მისი არაფოროვანი ზედაპირი არ შეიწოვს ლაქებს, წყალსა და ბაქტერიებს, რაც შესანიშნავს ხდის მას როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებში. Brina მარტივად მოვლად სლებებს მიეკუთვნება, სწორედ ამიტომ ის საუკეთესო არჩევანია ყველა იმ სივრცისთვის, სადაც ხარისხი და პრაქტიკულობა მნიშვნელოვანია.
ხელმისაწვდომი ზომები
Laminam 3 (1000×3000 მმ)
Laminam 3+ (1000×3000 მმ)
გამოყენება
შიდა სივრცე – Brina-ს არაფოროვანი ზედაპირი და მაღალი ქიმიური გამძლეობა მას შესანიშნავ გადაწყვეტად აქცევს იმ ადგილებში განსათავსებლად, სადაც ხშირად ეშხეფება სხვადასხვა სითხე, ზეთები და მჟავეები, მათ შორის სამზარეულოსა და სააბაზანოში.
გარე სივრცე – ულტრაიისფერი სხივებისა და ამინდის ცვლილებების მიმართ გამძლეობით, Brina საუკეთესო გადაწყვეტაა გარე ფასადების მოსაპირკეთებლად.
მონტაჟი
• სანამ დაიწყებთ Brina-ს მონტაჟს, დარწმუნდით, რომ ზედაპირი, რომელზეც მუშაობთ არის სუფთა, მშრალი და თანაბარი. აუცილებელია მტვრის, ჭუჭყისა და ძველი მასალის მოშორება, რათა შეიქმნას მყარი საფუძველი ახალი სლებების დასამაგრებლად
• ლამინამის მონტაჟისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხარისხიანი წებოს გამოყენებაა, რადგან მასზეა დამოკიდებული სლებების გამძლეობა და ვიზუალური ეფექტი. წებო-ცემენტი, ეპოქსიდი და პოლიურეთანის ბაზის წებოები სწორედ ის ჩამონათვალია, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ლამინამის მონტაჟისას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ საინსტალაციო მასალა უნდა შეარჩიოთ მისი დანიშნულებისამებრ, რადგან არსებობს კონკრეტული მიმართულებით გამოყენებადი, მაგ: კედლებისთვის, იატაკისთვისა და ექსტერიერისთვის
• ინსტალაციისა და გაშრობის დროს შეინარჩუნეთ სტაბილური ტემპერატურა. ინსტალაციისთვის საუკეთესო ტემპერატურა არის 10°C – 30°C შორის. უზრუნველყავით ადეკვატური ვენტილაცია, რათა საინსტალაციო მასალა კარგად გაშრეს
• დაბოლოს, სლებებს შორის შეინარჩუნეთ სათანადო მანძილი, რათა განხორციელდეს ბუნებრივი გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესი, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ტემპერატურის ცვლილებებია
მოვლა
• შეინარჩუნეთ სუფთად – რეგულარულად გაწმინდეთ თქვენი სლები რბილი ქსოვილით. ეს ხელს შეუწყობს მათი პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას
• მოერიდეთ უხეშ ქიმიკატებს – ლაქების უმეტესობა ადვილად მოშორდება თბილი წყლითა და სარეცხი საშუალებებით. უფრო რთულად ამოსაყვანი ლაქებისთვის გამოიყენეთ სპეციალიზებული გამწმენდი, რომელიც რეკომენდებულია კერამიკული ზედაპირებისთვის
• გარე გამოყენებისთვის – ხშირად გაასუფთავეთ სლებები წყლით ჭუჭყისა და ნარჩენებისგან განსაკუთრებით წვიმიანი ამინდის შემდეგ
გუნდის რეკომენდაცია
Brina გამოირჩევა რბილი ბეჟი ტექსტურით. ის ინტერიერს დახვეწილობასა და სიმარტივეს სძენს. მისი მქრქალი ზედაპირი ქმნის განწყობას, სადაც ჰარმონიულად არის შერწყმული ელეგანტურობა და თანამედროვეობა. Brina არის უნივერსალური პალიტრა, რომელიც შესანიშნავად ერგება სხვადასხვა სტილის დიზაინებს. მისი ნეიტრალური ტონები ქმნის მშვიდ და თბილ ატმოსფეროს.
Brina ორგანულად ეხამება ისეთ ფერებს, როგორიცაა: თეთრი, ღია ნაცრისფერი და ყავისფერი. მისი ტექსტურა და ფერი ჰარმონიულად ერწყმის ბუნებრივ ხის ტონებს, რაც ამარტივებს ინტერიერის და ექსტერიერის უნაკლო დიზაინის შექმნას.
შეუხამეთ ის მიწიერ ტონებს: მწვანეს, თბილ ყავისფერსა და ტერაკოტას. ამ ფერთა კონტრასტი შექმნის სითბოსა და მყუდრო ატმოსფეროს სივრცეში.