OSSIDO NERO
კერამიკული სლები LAMINAM OSSIDO NERO, შავი, ბუნებრივი რელიეფით. LAMINAM / იტალია
მახასიათებლები:
კერამიკული სლები OSSIDO NERO. . წარმოებულია იტალიაში.
• დიდი ფორმატი
• მქრქალი ზედაპირი
• ყინვაგამძლე, ცეცხლგამძლე და ტენმედეგი
• მდგრადი ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ
• არ იგროვებს ბაქტერიებსა და სოკოს
• მარტივად მოსავლელი
• ეკომეგობრული
წონა | 7,80 კგ |
---|---|
![]() |
LAMINAM |
![]() |
შავი |
![]() |
- დეტალური ინფორმაცია
- ტექნიკური დოკუმენტაცია
- პროექტები
- ტექნოლოგიები
- რეკომენდაციები
- ვიდეოთეკა
აღწერილობა:
სლები გამოირჩევა შავი შეფერილობითა და მქრქალი სტრუქტურით. მისი მეშვეობით ესთეტიკური და დახვეწილი დიზაინების შექმნას შეძლებთ. იგი ერგება როგორც თანამედროვე , ისე ტრადიციულ სტილს.მდგრადია ნაკაწრებისა და ქიმიკატების მიმართ.ეკომეგობრულია და შეიცავს 100% ბუნებრივ და გადამუშავებად პროდუქტებს.გამოყენება შესაძლებელია სამზარეულოს ზედაპირებზე,კომერციულ და საცხოვრებელ სივრცეებში,სააბაზანოებსა და გარე ფასადებზე. არის ეკომეგობრული და შეიცავს გადამუშავებად მასალას.
ხელმისაწვდომი ზომები:
• Laminam 3 (1000×3000 მმ)
• Laminam 3+ (1000×3000 მმ)
• Laminam 5 (1000×3000 მმ)
• Laminam 5 (1620×3240 მმ)
• Laminam 5+ (1620×3240 მმ)
• Laminam 12+ (1620×3240 მმ)
• Laminam 20+ (1620×3240 მმ)
გამოყენება:
• ავეჯი – შესაძლებელია უნიკალური ავეჯის ელემენტების შექმნა, როგორიცაა მაგიდის ზედაპირები, თაროები და კარადის ფასადები. მისი გამძლეობა და ესთეტიკური მიმზიდველობა იდეალურს ხდის როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეებში
• კედელი – გამოყენება შესაძლებელია მისაღებ ოთახებში, საძინებლებსა და კომერციულ სივრცეებში. მისი ფართო ფორმატი ქმნის ერთიან და ელეგანტურ იერს
• ექსტერიერის ფასადები – UV სხივებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ მდგრადობის გამო, იგი იდეალურია შენობების გარე მოპირკეთებისთვის. უზრუნველყოფს თანამედროვე და დახვეწილ იერსახეს
• სველი წერტილები – მისი გამოყენება შესაძლებელია აბაზანის ზედაპირებისთვის, საშხაპე კედლებისთვისა და იატაკისთვის, რათა შეიქმნას თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის ინტერიერი
მონტაჟი:
მონტაჟისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
• კერამიკის სლების მონტაჟი არასასურველია 5 გრადუსზე დაბალ და 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს.
• მაღალი სიმტკიცისა და კლიმატური პირობების მიმართ გამძლეობისთვის საჭიროა წებო-ცემენტი
• ეპოქსიდური წებო იდეალურია კომერციული სივრცეებისთვის, სამზარეულოს ზედაპირებისთვის და სველი წერტილებისთვის.გამოირჩევა მაღალი ქიმიური და მექანიკური მდგრადობით,უზრუნველყოფს წყალგაუმტარობას და გამძლეობას მძიმე დატვირთვის პირობებში.
• პოლიურეთანის წებო შესანიშნავია ექსტერიერის ფასადებისთვის, აუზების გარშემო და მაღალი ტემპერატურული ცვლილებებისთვის .გამოირჩევა მაღალი ელასტიკურობითა და დრეკადობით, რაც ეხმარება მასალას ტემპერატურულ გაფართოებასთან ადაპტაციაში.უზრუნველყოფს ხანგრძლივ მდგრადობას, არ იშლება და არ ბზარავს.
მოვლა:
• რეკომენდებულია მკვეთრი ქიმიკატებისგან თავისუფალი, რბილი სარეცხი ხსნარები.
• იდეალურია წყალზე დაფუძნებული ან სპეციალურად კერამიკისთვის განკუთვნილი სითხეები.
• მიკრობოჭკოვანი ჩვარი ან რბილი ღრუბელი-ზედაპირს მბზინავ იერს შეუნარჩუნებს.
• სპეციალური საწმენდი საშუალებები ცხიმისა და ლაქებისთვის
• სამზარეულოს ზედაპირებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ცხიმის მოსაშორებელი ნეიტრალური საშუალებები.
• წყლის გაწმენდის შემდეგ ზედაპირი მშრალი ქსოვილით გაიწმინდოს, რათა მინერალური ნადები არ დაგროვდეს.
• მოერიდეთ ძალიან კონცენტრირებული ქიმიური ხსნარების გამოყენებას, რადგან ისინი შეიძლება დროთა განმავლობაში ზედაპირის ტექსტურას და ფერს შეეხოს.
გუნდის რეკომენდაცია:
ჩვენი რეკომენდაციით, ამ კონკრეტული სლების შავ შეფერილობას მოუხდება მატი თეთრი ან ღია ნაცრისფერი ,რომელთა კომბინაციაც შექმნის დახვეწილ კონტრასტს და დააბალანსებს შავის ინტენსივობას.ასევე აღსანიშნავია , რომ მასთან ერთად მუქი ლურჯის გამოყენება ინტერიერს შეჰმატებს სიმყუდროვეს და ელეგანტურობას.
ვიდეოთეკა
მსგავსი პროდუქტები
