STATUARIO ALTISSIMO
კერამიკული სლები LAMINAM STATUARIO ALTISSIMO, თეთრი, მქრქალი. LAMINAM / იტალია
მახასიათებლები:
კერამიკული სლები STATUARIO ALTISSIMO. . წარმოებულია იტალიაში.
• დიდი ფორმატი
• მრავალფეროვნება ზომებში
• მრავალმხრივი ზედაპირები
• მედეგობა ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ
• ცეცხლგამძლე, ყინვაგამძლე და ტენმედეგი
• ეკომეგობრული
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მინიმალური მოვლის საჭიროება
• მრავალმხრივი გამოყენება
წონა | 30,00 კგ |
---|---|
ზომები | არ არის |
![]() |
LAMINAM |
![]() |
თეთრი |
![]() |
1000x3000x5 / 1620x3240x12.5 / 1620x3240x12.5 / 1620x3240x20.5 / 1620x3240x5 / 1620x3240x5.5 |
- დეტალური ინფორმაცია
- ტექნიკური დოკუმენტაცია
- პროექტები
- ტექნოლოგიები
- რეკომენდაციები
- ვიდეოთეკა
აღწერილობა:
Bianco Statuario Altissimo – არის უმაღლესი ხარისხის კერამიკული სლები, რომელიც შექმნილია მარმარილოს იმიტაციით და ზუსტად იმეორებს იტალიური მარმარილოს სილამაზეს. გამოირჩევა თეთრი ტონებითა და ნაცრისფერი ძარღვისებრი ხაზებით. იდეალურია როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული სივრცეებისთვის.
კერამიკის გამოწვის ტექნოლოგიის გამოყენებით, სლები მყარი და გამძლეა, ამავდროულად მსუბუქი და ადვილად სამუშაო. ძირითადად შედგება კვარცის, თიხისა და მინდვრის შპატისგან. გამოირჩევა მაღალი ქიმიური მდგრადობით, უძლებს გავრცელებულ საწმენდ საშუალებებს, მჟავებსა და ფუძეებს. მდგრადია წყლის მიმართაც, რაც მას იდეალურს ხდის სველი გარემოსთვის, როგორიცაა აბაზანა და სამზარეულო. ეს მდგრადობა ასევე ხელს უწყობს მისი მოვლის სიმარტივესა და ხანგრძლივ გამძლეობას.
უძლებს მაღალ ტემპერატურებსაც, რაც მას შესაფერისს ხდის სითბოს წყაროებთან გამოსაყენებლად, როგორიცაა ბუხრები, ქურები ან ღუმელები. მასალა რჩება სტაბილური მერყევი ტემპერატურების პირობებშიც კი. აქვს მაღალი მდგრადობა ნაკაწრების, ლაქების, ულტრაიისფერი სხივებისა და ამინდის პირობების მიმართ. ეს უზრუნველყოფს ხანგრძლივ სილამაზეს მაღალი აქტივობის და ყინვის პირობებშიც კი.
ეკოლოგიურად სუფთაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სლები არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და სრულად გადამუშავებადია. არაფოროვანი ზედაპირის გამო, მაღალი მდგრადობით გამოირჩევა დალაქავების მიმართ, არ იკიდებს ბაქტერიებსა და ობს.
ხელმისაწვდომია მქრქალი , ხავერდოვანი და პრიალა ზედაპირები, ასევე Bianco Statuario Altissimo Book Match – ორი სლები იჭრება და პრიალდება სარკისებრი გამოსახულების ეფექტის შესაქმნელად, რაც მთავარ აქცენტს ქმნის დიზაინში.
ხელმისაწვდომი ზომები:
Laminam 5 (1000×3000მმ)
Laminam 5 (1620×3240მმ)
Laminam 5+ (1620×3240მმ)
Laminam 12+ (1620×3240მმ)
Laminam 20+ (1620×3240მმ)
გამოყენება:
• შიდა და გარე მოპირკეთება: იდეალურია კედლის საფარებისთვის, ფასადებისა და ტიხრებისთვის.
• იატაკი: შესაფერისია მაღალი დატვირთვის ზონებისთვის მისი გამძლეობისა და ცვეთისადმი წინააღმდეგობის გამო.
• სამზარეულო და სააბაზანო: იდეალურია სამუშაო ზედაპირებისთვის, კედლის ფილებისა და სააბაზანოს დაფებისთვის, მისი ლაქებისა და ქიმიკატებისადმი მდგრადობის შესაბამისად.
• ავეჯი: შეიძლება გამოიყენოთ ინდივიდუალური დიზაინერული ნაწილების, მაგიდის ზედაპირებისა და სხვა აქცენტების შესაქმნელად.
მონტაჟი:
არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა მშრალი სივრცეებისთვის რეკომენდებულია წებოცემენტი. სველი წერტილებისთვის, როგორებიცაა აბაზანა და სამზარეულო, გირჩევთ, გამოიყენოთ ეპოქსიდური წებო, რომელიც წყალგამძლეა და ხელს უშლის ტენის შეღწევას.
გარე გამოყენებისთვის გირჩევთ პოლიურეთანის წებოს , რომელიც გაცილებით მდგრადია ტემპერატურის ცვლილებებისა და გარე პირობების მიმართ.
მოვლა:
ყოველდღიური წმენდისათვის გამოიყენეთ რბილი ნაჭერი და თბილი წყალი,სურვილისამებრ pH-ნეიტრალური საწმენდი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ Laminam ლაქების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, რეკომენდებულია დაღვრილი სითხეების, განსაკუთრებით მჟავური სასმელების (ღვინო, წვენი, ძმარი), ყავის ან ზეთების დაუყოვნებლივ გაწმენდა. ძლიერ აბრაზიულ ღრუბლების, მავთულის ჯაგრისების ან ფხვნილების გამოყენება საჭირო არ არის.
გუნდის რეკომენდაცია:
Statuario Altissimo მშვენივრად ეხამება როგორც ღია, ასევე მუქ მასალებს. გაითვალისწინეთ მისი კონტრასტი უფრო მუქ ელემენტებთან, როგორიცაა შავი, ბრინჯაოსფერი დეტალები ან ხე. დიდი ფორმატის სლები განსაკუთრებით უხდება იატაკსა და კედლებს, რადგან უწყვეტ ვიზუალს ქმნის. შეუხამეთ პრიალა ავეჯს ან პირიქით, განსხვავებული დიზაინისთვის სცადეთ მატ შავ, მინის ან ფოლადის ზედაპირებთან. იდეალურია მინიმალისტური სივრცეებისთვის.
ვიდეოთეკა
მსგავსი პროდუქტები

BIANCO LASA
365,00 ₾ – 1141,00 ₾
FOKOS RENA
396,00 ₾
FOKOS SALE
274,00 ₾