SAHARA NOIR
კერამიკული სლები LAMINAM SAHARA NOIR, შავი, მქრქალი. LAMINAM / იტალია
მახასიათებლები:
კერამიკული სლები SAHARA NOIR. . წარმოებულია იტალიაში.
• დიდი ფორმატი
• მრავალფეროვანი ზედაპირები
• მედეგობა ცვეთის, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ
• ცეცხლგამძლე, ყინვაგამძლე და ტენმედეგი
• ულტრაიისფერი სხივების მიმართ გამძლე
• ეკოლოგიურად სუფთა
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მინიმალური მოვლის საჭიროება
• მრავალმხრივი გამოყენება
წონა | 30,00 კგ |
---|---|
ზომები | არ არის |
![]() |
LAMINAM |
![]() |
შავი |
![]() |
1620x3240x12.5 |
- დეტალური ინფორმაცია
- ტექნიკური დოკუმენტაცია
- პროექტები
- ტექნოლოგიები
- რეკომენდაციები
- ვიდეოთეკა
აღწერილობა:
Sahara Noir არის პრემიუმ კლასის კერამიკული სლები, რომელსაც შავი ფონი და ოქროსფერი ძარღვისებრი ხაზები აქვს. ხელმისაწვდომია მქრქალი, გაპრიალებული და ბუჩარდირებული (დაჩაქუჩებული) ზედაპირები, ასევე გვხვდება სარკისებური შეხამებაც – Sahara Noir Extra Lucidato Book Match – ორი ფილა იჭრება და პრიალდება სარკისებრი გამოსახულების ეფექტის შესაქმნელად, რაც დიზაინში მთავარ აქცენტს და უწყვეტ ვიზუალს ქმნის. იდეალურია ფართო ზედაპირებისთვის კედლებსა და იატაკზე.
მაღალი ხარისხის თიხა, მინდვრის შპატი და მინერალური პიგმენტები გულდასმით არის შერეული და გამომწვარი მაღალ ტემპერატურაზე, რაც იძლევა მკვრივ და გამძლე მასალას, რომელიც იდეალურად ასახავს ბუნებრივი ქვის ესთეტიკურ თვისებებს. არის ცეცხლგამძლე, არ იწვის და არ გამოყოფს ტოქსიკურ აირებს. ახასიათებს მდგრადობა ცვეთის, ნაკაწრების, ლაქების, სითბოს, ყინვისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. აქვს არაფოროვანი და ჰიგიენური ზედაპირი: არ შთანთქავს სითხეებს, იცავს ბაქტერიებისა და ობის გაჩენისგან. ინარჩუნებს თავის პირველ სილამაზეს მაღალი ზემოქმედების გარემოშიც კი. ინერტულია უმეტესი მჟავების, ტუტეებისა და გამხსნელების მიმართ.
ხელმისაწვდომი ზომები:
Laminam 5 (12000×3000მმ)
Laminam 5+ (1200×3000მმ)
Laminam 5 (1620×3240მმ)
Laminam 5+ (1620×3240მმ)
Laminam 12+ (1620×3240მმ)
გამოყენება:
• შიდა სივრცე: იატაკი, კედლის მოპირკეთება, სამზარეულოს დახლები, კედლის პანელები, სააბაზანოს ზედაპირები და საშხაპე კედლები, ბუხრის გარშემო და ავეჯის ელემენტები (მაგიდები, თაროები)
• გარე სივრცეში: ფასადები, კედლის მოპირკეთება, იატაკი
• სველი ზონები: შესაფერია სააბაზანოებისთვის, სამზარეულოებისა და სპა სივრცეებისთვის
• კომერციული სივრცეები: მიმღების დახლები, იატაკი, კედლის მოპირკეთება.
მონტაჟი:
არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა მშრალი სივრცეებისთვის რეკომენდებულია წებოცემენტი. სველი წერტილებისთვის, როგორებიცაა აბაზანა და სამზარეულო, გირჩევთ, გამოიყენოთ ეპოქსიდური წებო, რომელიც წყალგამძლეა და ხელს უშლის ტენის შეღწევას.
გარე გამოყენებისთვის გირჩევთ პოლიურეთანის წებოს , რომელიც გაცილებით მდგრადია ტემპერატურის ცვლილებებისა და გარე პირობების მიმართ.
მოვლა:
ყოველდღიური წმენდისათვის გამოიყენეთ რბილი ნაჭერი და თბილი წყალი,სურვილისამებრ pH-ნეიტრალური საწმენდი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ Laminam ლაქების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, რეკომენდებულია დაღვრილი სითხეების, განსაკუთრებით მჟავური სასმელების (ღვინო, წვენი, ძმარი), ყავის ან ზეთების დაუყოვნებლივ გაწმენდა. ძლიერ აბრაზიულ ღრუბლების, მავთულის ჯაგრისების ან ფხვნილების გამოყენება საჭირო არ არის.
გუნდის რეკომენდაცია:
Sahara Noir განსაკუთრებით კარგად ერწყმის თანამედროვე სტილს. კონტრასტისთვის გირჩევთ თეთრი მეტალის ელემენტებს, ბუნებრივი ჰარმონიისთვის ხის ტონებსა და ტყავის აქსესუარებს, ხოლო მონოქრომული ელეგანტურობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაცრისფერისა და შავის გრადაცია. გირჩევთ თბილ განათებას, რათა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდეს ზედაპირის სიღრმე და ტექსტურა.
ვიდეოთეკა
მსგავსი პროდუქტები

BLEND NERO
240,00 ₾ – 371,00 ₾
CALCE NERO
370,00 ₾
CALCE TERRACOTTA
267,00 ₾
FOKOS ROCCIA
290,00 ₾ – 405,00 ₾