NOIR DESIR
1058,00 ₾
კერამიკული სლები LAMINAM NOIR DESIR, შავი, მქრქალი. LAMINAM / იტალია
• დიდი ფორმატი
• მრავალფეროვანი ზედაპირი
• მდგრადია ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ
• ყინვაგამძლე, ცეცხლგამძლე და ტენმედეგი
• წყალგაუმტარი და არაფოროვანი ზედაპირი
• ეკომეგობრული
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მრავალფუნქციური გამოყენება
წონა | 7,80 კგ |
---|---|
ზომები | არ არის |
![]() |
Laminam |
![]() |
შავი |
![]() |
|
![]() |
მქრქალი |
![]() |
7.8 კგ/მ2 |
![]() |
სარკისებრი გაშლით |
- დეტალური ინფორმაცია
- ტექნიკური დოკუმენტაცია
- პროექტები
- ტექნოლოგიები
- რეკომენდაციები
- ვიდეოთეკა
აღწერილობა:
Noir Desir წარმოადგენს დიდი ფორმატის კერამიკული სლებს, რომელიც ბუნებრივი მარმარილოს ვიზუალსა და თანამედროვე გამძლეობას აერთიანებს. გამოირჩევა ღრმა შავი ფონითა და ოქროსფერი ძარღვისებრი ხაზებით. აქვს მქრქალი, ხავერდოვანი, ბუჩარდირებული (დაჩაქუჩებული) და პრიალა ზედაპირები. შედგება თიხის, მინდვრის შპატისა და მინერალური პიგმენტებისგან. არის მდგრადი ნაკაწრებისა და დარტყმების მიმართ, შექმნილია ინტენსიური გამოყენებისთვის მაღალი დატვირთვის ზონებში. დამზადებულია ანტიბაქტერიული დანამატებით, რაც უზრუნველყოფს მის ჰიგიენურობას და ხელს უშლის ბაქტერიებისა და ობის ზრდას. ახასიათებს დაბალი ფორიანობა, რაც ნიშნავს უმაღლეს მდგრადობას სინესტის მიმართ. მნიშვნელოვანია მასში ორგანული ნაერთების დაბალი შემცველობა, რაც მას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს ხდის და ამცირებს შენობის შიგნით ჰაერის დაბინძურებას. მდგრადია უმეტესი მჟავების, ტუტეებისა და გამხსნელების მიმართაც. უძლებს ყინვას, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასა და ამინდის მკვეთრ ცვლილებას. არის ტენმედეგი, ცეცხლგამძლე და არაალებადი, რაც მას სამზარეულოსა და ბუხრის აპლიკაციებისთვის შესაფერისს ხდის.
ხელმისაწვდომი ზომები:
Laminam 3 (1000×3000მმ)
Laminam 3+ (1000×3000მმ)
Laminam 5 (1620×3240მმ)
Laminam 5+ (1620×3240მმ)
Laminam 12+ (1620×3240მმ)
Laminam 20+ (1620×3240მმ)
გამოყენება:
• შიდა სივრცეები: იატაკი საცხოვრებელ ოთახებში, დერეფნებსა და საძინებლებში, ბუხრის ირგვლივ სივრცეები.
• სამზარეულო: სამუშაო ზედაპირები, კუნძულები და კედლის საფარები
• სააბაზანო: იატაკი, ტუმბოები, საშხაპის კედლები, სპა და ველნეს ზონები.
• გარე სივრცეები: ფასადები, კედლის მოპირკეთება, გარე სამზარეულო და ბარები.
მონტაჟი:
არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა სივრცეში კედლებისთვისა და იატაკისთვის რეკომენდებულია წებოცემენტის გამოყენება. სველი წერტილებისთვის იდეალურია ეპოქსიდური წებო. არატრადიციული ზედაპირების შემთხვევაში, როგორებიცაა მეტალი ან კერამიკა, გირჩევთ პოლიურეთანის წებო.
გარე სივრცის შემთხვევაში უმჯობესია წებოცემენტის გამოყენება. მეტალის კონსტრუქციებზე მონტაჟისთვის ისევ პოლიურეთანის წებოს გირჩევთ.
მოვლა:
ყოველდღიური წმენდისათვის გამოიყენეთ რბილი ნაჭერი და თბილი წყალი,სურვილისამებრ pH-ნეიტრალური საწმენდი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ Laminam ლაქების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, რეკომენდებულია დაღვრილი სითხეების, განსაკუთრებით მჟავური სასმელების (ღვინო, წვენი, ძმარი), ყავის ან ზეთების დაუყოვნებლივ გაწმენდა. ძლიერ აბრაზიულ ღრუბლების, მავთულის ჯაგრისების ან ფხვნილების გამოყენება საჭირო არ არის.
გუნდის რეკომენდაცია:
Noir Desir კარგად ეხამება მინიმალისტურ დიზაინებს და ქმნის სუფთა, დახვეწილ ფონს. უხდება ბეტონის ტექსტურები, შავი გლუვი აქსესუარები და კარადები მონოქრომულ ესთეტიკისთვის. იდეალურად ერწყმის მინას, აგურს, ხეს და მუქ ლითონს. მის სილამაზეს კარგად გამოკვეთს როგორც ღია, ისე მკვეთრად კონტრასტული ფერები.
ვიდეოთეკა
მსგავსი პროდუქტები

BLEND NERO
240,00 ₾ – 371,00 ₾
FOKOS ROCCIA
290,00 ₾ – 405,00 ₾