NERO GRECO

კერამიკული სლები LAMINAM NERO GRECO, შავი, მქრქალი. LAMINAM / იტალია

მახასიათებლები:

კერამიკული სლები NERO GRECO. . წარმოებულია იტალიაში.

• დიდი ფორმატი
• მრავალფეროვანი ზედაპირები
• ბუნებრივი მარმარილოს ვიზუალი
• მედეგობა ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ
• ცეცხლგამძლე, ყინვაგამძლე და ტენმედეგი
• ულტრაიისფერი სხივების მიმართ გამძლე
• ეკოლოგიურად სუფთა
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მინიმალური მოვლის საჭიროება
• მრავალმხრივი გამოყენება

ჩამოტვირთეთ:

წონა 7,80 კგ
ფერი

LAMINAM

ზედაპირის დამუშავების ტიპი

შავი

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 144011798867 კატეგორია:
აღწერა
  • დეტალური ინფორმაცია
  • ტექნიკური დოკუმენტაცია
  • პროექტები
  • ტექნოლოგიები
  • რეკომენდაციები
  • ვიდეოთეკა

აღწერილობა:

Laminam Nero Greco არის უმაღლესი ხარისხის კერამიკული სლები, რომელიც ასახავს ძველი ბერძნული მარმარილოს ავთენტურ ვიზუალს. სლები წარმოდგენილია ღრმა შავი ფონით და თეთრი ძარღვებით, რაც დახვეწილ ზედაპირს ქმნის ნებისმიერი დიზაინისთვის. ისევე როგორც I Natural-ის კოლექციის თითოეული სლები, Nero Greco-ც გულმოდგინედაა დამზადებული, რათა მარმარილოს ბუნებრივი სილამაზე უმაღლესი ტექნიკური მახასიათებლების შენარჩუნებით წარმოაჩინოს.
გხვდება მქრქალი, პრიალა და დაჩაქუჩებული ზედაპირებით. სლები მიღებულია ბუნებრივი მინერალების, მინდვრის შპატის, თიხისა და არაორგანული პიგმენტების სინთეზით, რაც მას უპირატეს ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს ანიჭებს: სტრუქტურა კომპაქტურია, გამოირჩევა მდგრადობით მექანიკური და გარემო ფაქტორების (სითბო, ყინვა, ტენი) მიმართ. არც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას ხუნდება. შესაფერისია როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის. აქვს დიდი ფორმატი, რაც იდეალურია უწყვეტი ვიზუალისთვის კედლებსა და იატაკზე. წარმოებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. მდგრადია მჟავების, ტუტეებისა და ქიმიკატების მიმართ. ასევე, ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ. არის ცეცხლგამძლე და არაწვადი, რაც მას უსაფრთხო მასალად აქცევს სხვადასხვა გამოყენებისთვის. სლების ზედაპირი არაფოროვანი და ჰიგიენურია, რაც ხელს უშლის ბაქტერიებისა და ობის ზრდას. იდეალურია სველი ადგილებისთვის, როგორიცაა აბაზანები და შხაპები, ასევე გარე გამოყენებისთვის.

ხელმისაწვდომი ზომები:

Laminam 3 (1000×3000მმ)
Laminam 3+ (1000×3000მმ)
Laminam 5 (1000×3000მმ)
Laminam 5+ (1000×3000მმ)
Laminam 5 (1620×3240მმ)
Laminam 5+ (1620×3240მმ)
Laminam 6+ (1200×2600მმ)
Laminam 12+ (1620×3240მმ)
Laminam 20+ (1620×3240მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება:

• საცხოვრებელი სივრცეები: იატაკი, კედლის მოპირკეთება, დეკორატიული პანელები
• სამზარეულო: კედლის პანელები და კარადის ფასადები
• აბაზანა: კედლები, იატაკი და პირსაბანის ტუმბოები
• ავეჯი: მაგიდის ზედაპირები და თაროები
ბუხრის გარშემო სივრცე დახვეწილი აქცენტისთვის
• გარე სივრცე: ვინტილირებადი ფასადები, კედლის მოპირკეთება
• სველი წერტილები: იდეალურია აბაზანებისთვის, სპა და ველნეს ცენტრებისთვის.

მონტაჟი:

არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა მშრალი სივრცეებისთვის რეკომენდებულია წებოცემენტი. სველი წერტილებისთვის, როგორებიცაა აბაზანა და სამზარეულო, გირჩევთ ეპოქსიდურ წებოს, რომელიც წყალგამძლეა და ხელს უშლის ტენის შეღწევას.
გარე გამოყენებისთვის კი გირჩევთ პოლიურეთანის წებოს , რომელიც გაცილებით მდგრადია ტემპერატურის ცვლილებებისა და გარე პირობების მიმართ.

მოვლა:

ყოველდღიური წმენდისათვის გამოიყენეთ რბილი ნაჭერი და თბილი წყალი, სურვილისამებრ pH-ნეიტრალური საწმენდი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ Laminam მაღალი ლაქების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, რეკომენდებულია დაღვრილი სითხეების, განსაკუთრებით მჟავური სასმელების (ღვინო, წვენი, ძმარი), ყავის ან ზეთების დაუყოვნებლივ გაწმენდა. ძლიერ აბრაზიულ ღრუბლების, მავთულის ჯაგრისების ან ფხვნილების გამოყენება საჭირო არ არის.

გუნდის რეკომენდაცია:

Nero Greco განსაკუთრებულად ეფექტურია მინიმალისტურ და თანამედროვე ინტერიერებში, სადაც მისი დახვეწილი და მუქი ვიზუალი გამოკვეთილია. ის შესანიშნავად ეხამება ღია და ნეიტრალურ ტონებს, ხის ელემენტებსა და მეტალის დეტალებს, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნის. განსაკუთრებით უხდება სხვადასხვა ტექსტურები კომბინაციებში, როგორიცაა ნატურალური ხე, მატი ზედაპირის მქონე მეტალი ან ნატურალური ტყავი. სწორი განათება აუცილებელია Nero Greco-ს სიღრმისა და ტექსტურის წარმოსაჩენად გამოიყენეთ მიმართული ან არაპირდაპირი განათება.

ვიდეოთეკა