DIAMOND CREAM

კერამიკული სლები LAMINAM DIAMOND CREAM, ბეჟი. LAMINAM / იტალია

• დიდი ფორმატი
• მედეგობა ცვეთის, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ
• ცეცხლგამძლე, ყინვაგამძლე და ტენმედეგი
• ულტრაიისფერი სხივების მიმართ გამძლე
• ეკოლოგიურად სუფთა
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მინიმალური მოვლის საჭიროება
• მრავალმხრივი გამოყენება

Diamond Cream არის ბეჟი ფერის კერამიკული სლები ღია ფერის ძარღვისებრი ხაზებით. გვხვდება მქრქალი, პრიალა და ბუჩარდირებული (დაჩაქუჩებული) ზედაპირებით. ხელმისაწვდომია დიდ ფორმატებში, რაც ამცირებს შეერთების ხაზების რაოდენობას, ქმნის სუფთა, უწყვეტ იერსახეს და აძლიერებს სივრცის შეგრძნებას. არის მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო.
თიხა, მინდვრის შპატი და მინერალური პიგმენტები, გულდასმით შერჩეული და შერეულია, შემდეგ კი დაპრესილი და გამომწვარი მაღალ ტემპერატურაზე. ეს პროცესი ქმნის უჩვეულოდ მკვრივ და გამძლე მასალას, რომელიც იდეალურად ასახავს ბუნებრივი ქვის ვიზუალს და ამავდროულად ატარებს უპირატეს ფიზიკურ და ქიმიურ მახასიათებლებს.
მდგრადია თერმული შოკისა და აბრაზიის მიმართ, ასევე ნაკაწრების, ლაქების, სითბოს, ყინვისა და მზის სხივების მიმართ, რაც უზრუნველყოფს თქვენი ზედაპირების სილამაზის შენარჩუნებას წლების განმავლობაში. ინერტულია უმეტესი საყოფაცხოვრებო მჟავების, ტუტეებისა და გამხსნელების მიმართ. ახასიათებს არაფოროვანი, ჰიგიენური ზედაპირი, რაც ხელს უშლის ბაქტერიებისა და ობის ზრდას. არის ეკომეგობრული და ჯანსაღი არჩევანია ნებისმიერი გარემოსთვის.

ჩამოტვირთეთ:

წონა 7,80 კგ
ზომები არ არის
ბრენდი

Laminam

ფერი

ბეჟი

ფორმატი

1000x3000x3|1000x3000x3.5|1000x3000x5|1000x3000x5.5|1620x1620x5.5|1620x3240x12|1620x3240x12.5|1620x3240x20.5|1620x3240x5|1620x3240x5.5

ზედაპირის დამუშავების ტიპი

მქრქალი

წონა (ზომის ერთ.)

7.8 კგ/მ2

სარკისებრი გაშლა

სარკისებრი გაშლით

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 14401179B172 კატეგორია:
აღწერა
  • აღწერილობა და ხელმისაწვდომი ზომები
  • გამოყენება
  • მონტაჟი
  • მოვლა და გუნდის რეკომენდაცია
  • პროექტები
  • ჩამოსატვირთი

აღწერილობა:

Diamond Cream არის ბეჟი ფერის კერამიკული სლები ღია ფერის ძარღვისებრი ხაზებით. გვხვდება მქრქალი, პრიალა და ბუჩარდირებული (დაჩაქუჩებული) ზედაპირებით. ხელმისაწვდომია დიდ ფორმატებში, რაც ამცირებს შეერთების ხაზების რაოდენობას, ქმნის სუფთა, უწყვეტ იერსახეს და აძლიერებს სივრცის შეგრძნებას. არის მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო.
თიხა, მინდვრის შპატი და მინერალური პიგმენტები, გულდასმით შერჩეული და შერეულია, შემდეგ კი დაპრესილი და გამომწვარი მაღალ ტემპერატურაზე. ეს პროცესი ქმნის უჩვეულოდ მკვრივ და გამძლე მასალას, რომელიც იდეალურად ასახავს ბუნებრივი ქვის ვიზუალს და ამავდროულად ატარებს უპირატეს ფიზიკურ და ქიმიურ მახასიათებლებს.
მდგრადია თერმული შოკისა და აბრაზიის მიმართ, ასევე ნაკაწრების, ლაქების, სითბოს, ყინვისა და მზის სხივების მიმართ, რაც უზრუნველყოფს თქვენი ზედაპირების სილამაზის შენარჩუნებას წლების განმავლობაში. ინერტულია უმეტესი საყოფაცხოვრებო მჟავების, ტუტეებისა და გამხსნელების მიმართ. ახასიათებს არაფოროვანი, ჰიგიენური ზედაპირი, რაც ხელს უშლის ბაქტერიებისა და ობის ზრდას. არის ეკომეგობრული და ჯანსაღი არჩევანია ნებისმიერი გარემოსთვის.

ხელმისაწვდომი ზომები:

Laminam 3 (1000×3000მმ)
Laminam 3+ (1000×3000მმ)
Laminam 5 (1620×3240მმ)
Laminam 5+ (1620×3240მმ)
Laminam 12+ (1620×3240მმ)
Laminam 20+ (1620×3240მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება:

• შიდა სივრცე: დეკორატიული კედლები, იატაკი საცხოვრებელ
ზონებში, დერეფნებში და საძინებლებში. სააბაზანოს კედლები და
იატაკი, საშხაპის კედლები.
• გარე სივრცე: ფასადები, კედლის მოპირკეთება, ტერასები, აუზის
გარშემო.
• სველი წერტილები: იდეალურია აბაზანებისთვის, სპა და ველნეს
ცენტრებისთვის მისი წყალგამძლე თვისებებისა და დაჩაქუჩებული (არ
სრიალებს) ზედაპირის გამო.

მონტაჟი:

არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა მშრალი სივრცეებისთვის რეკომენდებულია წებოცემენტი. სველი წერტილებისთვის, როგორებიცაა აბაზანა და სამზარეულო, გირჩევთ, გამოიყენოთ ეპოქსიდური წებო, რომელიც წყალგამძლეა და ხელს უშლის ტენის შეღწევას.
გარე გამოყენებისთვის გირჩევთ პოლიურეთანის წებოს , რომელიც გაცილებით მდგრადია ტემპერატურის ცვლილებებისა და გარე პირობების მიმართ.

მოვლა:

ყოველდღიური წმენდისათვის გამოიყენეთ რბილი ნაჭერი და თბილი წყალი,სურვილისამებრ pH-ნეიტრალური საწმენდი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ Laminam მაღალი ლაქების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, რეკომენდებულია დაღვრილი სითხეების, განსაკუთრებით მჟავური სასმელების (ღვინო, წვენი, ძმარი), ყავის ან ზეთების დაუყოვნებლივ გაწმენდა. ძლიერ აბრაზიულ ღრუბლების, მავთულის ჯაგრისების ან ფხვნილებს გამოყენება საჭირო არ არის.

გუნდის რეკომენდაცია:

თუ დასვენება და განტვირთვა გსურთ, Diamond Cream სლები იდეალურია ნებისმიერ სივრცეში სიმყუდროვისა და სიმშვიდის შესაქმნელად. შესანიშნავად ერწყმის სკანდინავიურ სტილს. ხშირად ითავსებს ტრადიციულ და თანამედროვე სტილებს შორის ხიდის ფუნქციას. ფერთა შეხამებისთვის გირჩევთ ბეჟს, ყავისფერსა და მწვანეს, მკვეთრი აქცენტებისთვის კი თეთრისა და ლურჯის კომბინაციას. ბუნებრივი შუქით შეგიძლიათ მისი სილამაზე გააძლიეროთ, თბილი ხელოვნური განათებით კი სიმყუდროვის დონე გაზარდოთ.

ვიდეოთეკა