BIANCO STATUARIO VENATO

კერამიკული სლები BIANCO STATUARIO VENATO. .

• დიდი ფორმატი
• მრავალფეროვნება ზომებში
• მრავალმხრივი ზედაპირები
• მდგრადობა ცვეთის, ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ
• ცეცხლგამძლე, ყინვაგამძლე და ტენმედეგი
• ეკოლოგიურად სუფთა
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მინიმალური მოვლის საჭიროება
• გამოყენების ფართო სფეროები

აღწერილობა:

Bianco Statuario Venato არის პრემიუმ კლასის სლები ავთენტური მარმარილოს დახვეწილი ვიზუალით. აქვს გამორჩეული სტრუქტურა – თეთრი ფონი და ნაცრისფერი ძარღვები, რაც დინამიკურ და უნიკალურ იერსახეს ქმნის. არ აქვს მნიშვნელობა, თანამედროვე სამზარეულოს, კლასიკურ აბაზანას თუ განსხვავებულ დიზაინერულ ელემენტს ქმნით, Bianco Statuario Venato თავისი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლებით ნებისმიერ სივრცეს დახვეწილობასა და მრავალფუნქციურობას სძენს.
შედგება თიხის, მინდვრის შპატისა და კვარცისგან, შეიცავს ბუნებრივ მინერალურ პიგმენტებს, რომლებიც მარმარილოს იერის მისაღწევად გამოიყენება. ახასიათებს მაღალი სიმკვრივე. მდგრადია ცვეთის, ნაკაწრებისა და ლაქების მიმართ. არ ზიანდება ორგანული და არაორგანული გამხსნელებით, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებით. მდგრადია ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ფერები რჩება სტაბილური და არ ფერმკრთალდება, რაც მას იდეალურს ხდის როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის. არის ცეცხლგამძლე, ყინვამედეგი და უძლებს ტენს.
ხელმისაწვდომია მქრქალი გაპრიალებული, ხავერდოვანი ზედაპირები და სარკისებური შეხამება: Bianco Statuario Venato Book Match – ორი სლები იჭრება და პრიალდება სარკისებრი გამოსახულების ეფექტის შესაქმნელად, რაც მთავარ აქცენტს ქმნის დიზაინში.
დამზადებულია ანტიბაქტერიული დანამატებით, რაც უზრუნველყოფს მის ჰიგიენურობას და ხელს უშლის ბაქტერიებისა და ობის ზრდას. მნიშვნელოვანია მასში ორგანული ნაერთების დაბალი შემცველობაც, რაც მას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს ხდის და ამცირებს შენობის შიგნით ჰაერის დაბინძურებას. არის ქიმიურად ინერტული და მდგრადი მჟავებისა და ტუტეების მიმართ.

ხელმისაწვდომი ზომები:

Laminam 3 (1000×3000მმ)
Laminam 3+ (1000×3000მმ)
Laminam 5 (1000×3000მმ)
Laminam 5+ (1620×3240მმ)
Laminam 12+ (1620×3240მმ)

გამოყენება

• შიდა და გარე მოპირკეთება: იდეალურია კედლის საფარებისთვის,
ფასადებისა და ტიხრებისთვის.
• იატაკი: შესაფერისია მაღალი დატვირთვის ზონებისთვის მისი
გამძლეობისა და ცვეთისადმი წინააღმდეგობის გამო.
• სამზარეულო და სააბაზანო: იდეალურია სამუშაო
ზედაპირებისთვის, კედლის ფილებისა და სააბაზანოს დაფებისთვის,
მისი ლაქებისა და ქიმიკატებისადმი მდგრადობის შესაბამისად.
• ავეჯი: შეიძლება გამოიყენოთ ინდივიდუალური დიზაინერული
ნაწილების, მაგიდის ზედაპირებისა და სხვა აქცენტების
შესაქმნელად.
• კარები და კიბეები: აძლიერებს არქიტექტურულ ელემენტებს
თავისი დახვეწილი გარეგნობით.

მონტაჟი:

არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა სივრცეში კედლებისთვისა და იატაკისთვის რეკომენდებულია წებოცემენტის გამოყენება.სპეციფიკურ ზედაპირებზე, როგორებიცაა მეტალი ან კერამიკა შესაძლებელია პოლიურეთანის წებოს გამოყენება. სასურველია გამოიყენოთ ორმაგი დატანის მეთოდი.
გარე სივრცის შემთხვევაში უმჯობესია C2TES2 კლასის წებოცემენტის გამოყენება. მეტალის კონსტრუქციებზე მონტაჟისთვის ისევ პოლიურეთანის წებოს გირჩევთ.

მოვლა

გაწმინდეთ რბილი ტილოთი, თბილი წყლითა და pH-ნეიტრალური გამწმენდით. მოერიდეთ აბრაზიულ გამწმენდებს, ხეხვის ღრუბლებს ან მჟავა ბაზაზე დამზადებულ პროდუქტებს. დაუყოვნებლივ გაწმინდეთ დაღვრილი სითხეები, განსაკუთრებით მჟავური ნივთიერებები, როგორიცაა ლიმონის წვენი ან ძმარი. ძნელად მოსაშორებელი ლაქებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კერამიკული ზედაპირების გამწმენდები.

გუნდის რეკომენდაცია:

Bianco Statuario Venato კარგად ეხამება ნეიტრალურ ტონებს და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. სცადეთ მისი შეხამება ცივ ტონებთანაც. ლითონის აქცენტები ოქროსფერში, სპილენძისფერში და მოვარდისფრო ნიკელში ხაზს უსვამს მარმარილოს ვიზუალს. კონტრასტისთვის გირჩევთ მუქი ფერების გამოყენებას და ხის ავეჯს. სლები განსაკუთრებულად უხდება კლასიკურ და მინიმალისტურ დიზაინს. მისი თეთრი ფონი აძლიერებს ბუნებრივ სინათლეს ნებისმიერ სივრცეში, მეტი სიმყუდროვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ხელოვნური განათებაც.

წონა 7,80 კგ
ზომები 400,00 × 400,00 × 2,50 სმ
ფერი

თეთრი

შემადგენლობა

blank

ფორმატი

x /  მმ

ზედაპირის დამუშავების ტიპი

მქრქალი

სარკისებრი გაშლა

სარკისებრი გაშლით

წონა (ზომის ერთ.)

7.8 კგ / კვ.მ

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 142060000105 კატეგორია: