BIANCO LASA

კერამიკული სლები LAMINAM BIANCO LASA, თეთრი, მქრქალი. LAMINAM / იტალია

მახასიათებლები:

კერამიკული სლები BIANCO LASA. . წარმოებულია იტალიაში.

• დიდი ფორმატი
• მრავალფეროვნება ზომებში
• მრავალმხრივი ზედაპირები
• მედეგობა ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ
• ცეცხლგამძლე, ყინვაგამძლე და ტენმედეგი
• ეკოლოგიურად სუფთა
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მინიმალური მოვლის საჭიროება
• მრავალმხრივი გამოყენება

ჩამოტვირთეთ:

წონა 7,80 კგ
ბრენდი

Laminam

ფერი

თეთრი

ფორმატი

1000x3000x3 / 1000x3000x3.5 / 1000x3000x5 / 1000x3000x5 / 1000x3000x5.5 / 1620x3240x12.5 / 1620x3240x5 / 1620x3240x5.5

ზედაპირის დამუშავების ტიპი

მქრქალი

წონა (ზომის ერთ.)

7.8 კგ/მ2

სარკისებრი გაშლა

სარკისებრი გაშლით

წყლის შთანთქმა

low

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 144011797138 კატეგორია:
აღწერა
  • დეტალური ინფორმაცია
  • ტექნიკური დოკუმენტაცია
  • პროექტები
  • ტექნოლოგიები
  • რეკომენდაციები
  • ვიდეოთეკა

აღწერილობა:

Bianco Lasa წარმოდგენილია კრისტალურად თეთრი ფონითა და ნაზი ნაცრისფერი ძარღვისებრი ხაზებით. ისევე როგორც I Natural-ის კოლექციის თითოეული სლები, Bianco Lasa-ც გულმოდგინედაა დამზადებული, რათა მარმარილოს ბუნებრივი სილამაზე უმაღლესი ტექნიკური მახასიათებლების შენარჩუნებით წარმოაჩინოს.
გვხვდება სამი სახის ზედაპირით: მქრქალი – ნახევრად გლუვი ვიზუალი, რომელიც დაუმუშავებელ ქვას ჰგავს. ბუჩარდირებული, რაც გულისხმობს ჩაქუჩით დამუშავებულ ზედაპირს და საინტერესო შეგრძნებებს შეხებისას, და ბოლოს, გაპრიალებული ზედაპირი – უზრუნველყოფს ბზინვარებას.
სლები მიღებულია თიხისა და მინდვრის შპატის სინთეზით, რაც არამხოლოდ დახვეწილობას სძენს ნებისმიერ სივრცეს, არამედ ანიჭებს უპირატეს ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებსაც: სტრუქტურა მყარი და კომპაქტურია, გამოირჩევა მდგრადობით ნაკაწრებისა და აბრაზიის მიმართ, რაც დროთა განმავლობაში პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მედეგია ტენის მიმართ და შესაბამისად, შესაფერისია სხვადასხვა გარემოსთვის. არ ზიანდება ორგანული და არაორგანული გამხსნელების, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების ზემოქმედებით. არც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას ხუნდება, რაც მას შესაფერისს ხდის როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის. აქვს არაფოროვანი, ჰიგიენური ზედაპირი,რომელიც ხელს უშლის ბაქტერიისა და ობის გავრცელებას.

ხელმისაწვდომი ზომები:

Laminam 3 (1000×3000მმ)
Laminam 3+ (1000×3000მმ)
Laminam 5 (1000×3000მმ)
Laminam 5+ (1000×3000მმ)
Laminam 12+ (1620×3240მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება:

• სამზარეულო: სამუშაო ზედაპირები, კუნძულები, კარადის ფასადები და დეკორატიული ელემენტები
• აბაზანა: პირსაბანის ზედაპირები და ნიჟარები, შხაპის კედლები და იატაკი
• საცხოვრებელი სივრცეები: იატაკი, ტიხრები, ბუხრის გარშემო დეტალები
• კომერციული სივრცეები: მიმღების დახლები, მაგიდის ზედაპირები, კედლის მოპირკეთება
• გარე სივრცე: ფასადის ან აუზის გარშემო მოპირკეთება, გარე სამზარეულო და ავეჯი

მონტაჟი:

არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა სივრცეში კედლებისთვისა და იატაკისთვის რეკომენდებულია წებოცემენტის გამოყენება. სველი წერტილებისთვის იდეალურია ეპოქსიდური წებო. არატრადიციული ზედაპირების შემთხვევაში, როგორებიცაა მეტალი ან კერამიკა, რეკომენდებულია, პოლიურეთანის წებო.
გარე სივრცის შემთხვევაში უმჯობესია წებოცემენტის გამოყენება. მეტალის კონსტრუქციებზე მონტაჟისთვის კი ისევ პოლიურეთანის წებოს გირჩევთ.

მოვლა:

გაწმინდეთ თბილი წყლითა და რბილი ტილოთი. საჭიროებისამებრ გამოიყენეთ pH-ნეიტრალური გამწმენდი. მოერიდეთ აბრაზიულ გამწმენდებს, სახეხ ღრუბლებს ან მჟავა ბაზაზე დამზადებულ პროდუქტებს. დაუყოვნებლივ გაწმინდეთ დაღვრილი სითხეები, განსაკუთრებით მჟავური ნივთიერებები, როგორიცაა ლიმონის წვენი ან ძმარი. ძნელად მოსაშორებელი ლაქებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კერამიკული ზედაპირების გამწმენდები.

გუნდის რეკომენდაცია:

Bianco Lasa იდეალურად ეხამება მუქ ლურჯ და მწვანე ტონებს, ოქროსა და თითბერის დეტალებს. კლასიკურ და თანამედროვე ლუქს ინტერიერებში საინტერესო კონტრასტს ქმნის ხის ელემენტებთან, კრემისფერი ან ნაცრისფერი ტყავის ავეჯთან, ასევე ქრომის ან ბრინჯაოს აქსესუარებთან. სლების არეკვლადი ზედაპირი სივრცეს ანათებს და სისუფთავის შეგრძნებას ქმნის. განსაკუთრებით ეფექტურია არაპირდაპირ განათებასთან და ნეიტრალური ფერის ტექსტილთან ერთად.

ვიდეოთეკა