BASALTO VENA CHIARA

კერამიკული სლები LAMINAM BASALTO VENA CHIARA, რუხი, მქრქალი. LAMINAM / იტალია

მახასიათებლები:

კერამიკული სლები BASALTO VENA CHIARA. . წარმოებულია იტალიაში.

• დიდი ფორმატი
• მრავალფეროვანი ზედაპირები
• გამძლეობა ნაკაწრების, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ
• ყინვაგამძლე, ცეცხლგამძლე და ტენმედეგი
• 100% ეკოლოგიურად სუფთა
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მინიმალური მოვლის საჭიროება
• მრავალმხრივი გამოყენება

ჩამოტვირთეთ:

წონა 7,80 კგ
ფერი

LAMINAM

ფორმატი

რუხი

ზედაპირის დამუშავების ტიპი

1000x3000x3 / 1000x3000x3.5 / 1000x3000x3.5

სარკისებრი გაშლა

7.8 კგ/მ2

წყლის შთანთქმა

სარკისებრი გაშლით

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 14401179G436 კატეგორია:
აღწერა
  • დეტალური ინფორმაცია
  • ტექნიკური დოკუმენტაცია
  • პროექტები
  • ტექნოლოგიები
  • რეკომენდაციები
  • ვიდეოთეკა

აღწერილობა

Basalto Vena Chiara არის პრემიუმ კლასის კერამიკული სლები, ბაზალტის იერსახითა და ღია ფერის ძარღვებით. აერთიანებს ვულკანური ქვის სილამაზესა და თანამედროვე კერამიკის გამოწვის ტექნოლოგიას, რაც გამძლეობასთან ერთად მას იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეებისთვის. გვხვდება მქრქალი და ბუჩარდირებული (დაჩაქუჩებული) ზედაპირებით. სრულად იმეორებს ბაზალტის ბუნებრივ, გაუპრიალებელ ვიზუალს.
კონკრეტული მოდელი შედგება თიხის, მინდვრის შპატის, კვარცისა და კერამიკული პიგმენტებისგან. ახასიათებს მაღალი სიმკვრივე. უძლებს ტემპერატურის სწრაფ ცვლილებებს გაბზარვის გარეშე. მდგრადია ქიმიური ნივთიერებებისა და ლაქების მიმართ. დამზადებულია ანტიბაქტერიული დანამატებით, რაც უზრუნველყოფს მის ჰიგიენურობას და ხელს უშლის ბაქტერიებისა და ობის ზრდას. მნიშვნელოვანია მასში ორგანული ნაერთების დაბალი შემცველობაც, რაც მას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს ხდის და ამცირებს შენობის შიგნით ჰაერის დაბინძურებას. უძლებს ყინვას, არის ცეცხლგამძლე და ტენმედეგი. ასევე, ქიმიურად ინერტულია და მდგრადია მჟავების, ტუტეებისა და გამხსნელების მიმართ. უძლებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას, რაც ხელს უშლის გაუფერულებას.

ხელმისაწვდომი ზომები:

Laminam 3 (1000×3000მმ)
Laminam 3+ (1000×3000მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება:

შიდა და გარე მოპირკეთება: იდეალურია კედლების, ფასადებისა და ტიხრებისთვის
სამზარეულოს სამუშაო ზედაპირები: გამძლე, ჰიგიენური და ვიზუალურად მიმზიდველია, იდეალურია ტუმბოებისა და კედლის პანელებისთვის
სააბაზანოს ტუმბოები და საშხაპის კედლები: მდგრადია ტენის მიმართ და ადვილად საწმენდი.
ავეჯი და ინდივიდუალური დიზაინი: გამოიყენება მაგიდების, თაროებისა და სხვა ორიგინალური შტრიხებისთვის

მონტაჟი:

არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა სივრცეში მონტაჟისას რეკომენდებულია C2TE კლასის წებოცემენტის გამოყენება, განსაკუთრებით სველ წერტილებში. სპეციფიკურ ზედაპირებზე, როგორებიცაა მეტალი ან კერამიკა, შესაძლებელია პოლიურეთანის წებოს გამოყენება. სასურველია გამოიყენოთ ორმაგი დატანის მეთოდი.
გარე სივრცეში მონტაჟისას უმჯობესია მაღალი მოქნილობის წებოცემენტის გამოყენება. ისეთ ადგილებში, სადაც მაღალი ტენიანობა ფიქსირდება აირჩიეთ ეპოქსიდური წებო. გაითვალისწინეთ წყალსაწრეტი სისტემები.

მოვლა:

ყოველდღიური წმენდისთვის საკმარისია სუფთა, რბილი ქსოვილი და თბილი წყალი. ნორმალური დაბინძურებისთვის გამოიყენეთ ნეიტრალური pH-ის მქონე საწმენდი საშუალება. ყოველთვის გაამშრალეთ ზედაპირი წმენდის შემდეგ ლაქების თავიდან ასაცილებლად. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში კი გამოიყენეთ არააბრაზიული საწმენდი საშუალებები.

გუნდის რეკომენდაცია:

თუ Basalto Vena Chiara სლებს ინტერიერში იყენებთ, გირჩევთ შეუხამოთ თბილი, ნეიტრალური ტონები, სპილენძის ან ოქროსფერი აქსესუარები და აქცენტებისთვის კონტრასტული თეთრი გამოიყენოთ, რაც სლების ტექსტურას გამოკვეთს. იდეალურად მუშაობს თანამედროვე მინიმალისტურ, იაპონურ და სკანდინავიურ არქიტექტურულ სტილთან. მის ვიზუალს განსაკუთრებულად ავსებს ხის, ტყავის და მეტალის დეტალები.

ვიდეოთეკა