CALCE BIANCO

კერამიკული სლები LAMINAM CALCE BIANCO, თეთრი, ტექსტურირებული/რელიეფური. LAMINAM / იტალია

მახასიათებლები:

კერამიკული სლები CALCE BIANCO. . წარმოებულია იტალიაში.

• დიდი ფორმატი
• მრავალფეროვანი ზედაპირები
• მედეგობა ცვეთის, ლაქებისა და ქიმიკატების მიმართ
• ცეცხლგამძლე, ყინვაგამძლე და ტენმედეგი
• ულტრაიისფერი სხივების მიმართ გამძლე
• ეკოლოგიურად სუფთა
• მსუბუქი და ადვილად სამონტაჟო
• მინიმალური მოვლის საჭიროება
• მრავალმხრივი გამოყენება

ჩამოტვირთეთ:

წონა 7,80 კგ
ფერი

LAMINAM

ზედაპირის დამუშავების ტიპი

თეთრი

ეს პროდუქტი ამჟამად საწყობში არ არის, შეკვეთა შეუძლებელია.

SKU: 144010007881 კატეგორია:
აღწერა
  • დეტალური ინფორმაცია
  • ტექნიკური დოკუმენტაცია
  • პროექტები
  • ტექნოლოგიები
  • რეკომენდაციები
  • ვიდეოთეკა

აღწერილობა:

Bianco არის პრემიუმ ხარისხის თეთრი ფერის კერამიკული სლები, რომელიც გვხვდება ტექსტურირებული და ბუჩარდირებული (დაჩაქუჩებული) ზედაპირებით. ოსტატურად არის დამზადებული ბუნებრივი მინერალების დახვეწილი ნარევისგან, მათ შორის თიხის, სუფთა კვარცისა და მინდვრის შპატისგან. ეს ზუსტი ნარევი მაღალ ტემპერატურაზე გადის წვის პროცესს, რის შედეგადაც იქმნება მკვრივი, ცეცხლგამძლე, ყინვაგამძლე და ტენმედეგი მასალა.
ახასიათებს გამძლეობა ცვეთის, ლაქებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ, რაც ხელს უშლის გახუნებას. მასალის არაფოროვანი ზედაპირი უზრუნველყოფს ჰიგიენურობას, გამორჩეულ მდგრადობას ქიმიური ნივთიერებებისა და გარემო ფაქტორების მიმართ, ასევე ხელს უშლის ბაქტერიებისა და ობის ზრდას.

ხელმისაწვდომი ზომები

Laminam 3 (1000×3000მმ)
Laminam 3+ (1000×3000მმ)
Laminam 5 (1000×3000მმ)
Laminam 5 (1620×3240მმ)
Laminam 5+ (1620×1620მმ)
Laminam 12+ (1620×3240მმ)
Laminam 20+ (1620×3240მმ)

ჩამოტვირთეთ:

გამოყენება:

გამოყენება:
შიდა და გარე მოპირკეთება: იდეალურია კედლების, ფასადებისა და ტიხრებისთვის
სამზარეულოს სამუშაო ზედაპირები: გამძლე, ჰიგიენური და ვიზუალურად მიმზიდველი, იდეალურია ტუმბოებისა და კედლის პანელებისთვის
სააბაზანოს ტუმბოები და საშხაპის კედლები: მდგრადი ტენის მიმართ და ადვილად საწმენდი.
იატაკის საფარი: მისი დიდი ფორმატი ქმნის უწყვეტ ვიზუალს, ამცირებს შეერთების ხაზების რაოდენობას და შესაფერისია მაღალი დატვირთვის ზონებისთვის
ავეჯი და ინდივიდუალური დიზაინი: გამოიყენება მაგიდების, თაროებისა და სხვა ორიგინალური შტრიხებისთვის

მონტაჟი:

მონტაჟი:
არასასურველია მონტაჟი +5°C-ზე დაბალ ან +35°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შიდა მშრალი სივრცეებისთვის რეკომენდებულია წებოცემენტი. სველი წერტილებისთვის, როგორებიცაა აბაზანა და სამზარეულო, გირჩევთ, გამოიყენოთ ეპოქსიდური წებო, რომელიც წყალგამძლეა და ხელს უშლის ტენის შეღწევას.
გარე გამოყენებისთვის გირჩევთ პოლიურეთანის წებოს , რომელიც გაცილებით მდგრადია ტემპერატურის ცვლილებებისა და გარე პირობების მიმართ.

მოვლა:

ყოველდღიური წმენდისათვის გამოიყენეთ რბილი ნაჭერი და თბილი წყალი,სურვილისამებრ pH-ნეიტრალური საწმენდი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ Laminam მაღალი ლაქების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, რეკომენდებულია დაღვრილი სითხეების, განსაკუთრებით მჟავური სასმელების (ღვინო, წვენი, ძმარი), ყავის ან ზეთების დაუყოვნებლივ გაწმენდა. ძლიერ აბრაზიულ ღრუბლების, მავთულის ჯაგრისების ან ფხვნილებს გამოყენება საჭირო არ არის.

გუნდის რეკომენდაცია:

თეთრი ფერის Bianco ნებისმიერ სივრცეს სინათლეს, ელეგანტურობას და დახვეწილობას სძენს. შეგიძლიათ შექმნათ მონოქრომული ვიზუალი და გამოიყენოთ თბილი თეთრი და ნეიტრალური ტონები. კონტრასტისთვის კი შეუხამოთ მუქ ფონებს: შავი, ნაცრისფერი, ლურჯი და ყავისფერი. მასთან ერთად ბუნებრივი ხის, ქვის ან მწვანე მცენარეების ინტეგრირება ინტერიერსაც და ექსტერიერსაც სისუფთავისა და სითბოს შეგრძნებას მატებს. სხვა აქცენტებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ოქროსფერი, ვერსხლისფერი ან ბრინჯაოსფერი აქსესუარები. Bianco-ს სუფთა თეთრი ფონი სცდება ტრენდებს, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ სილამაზესა და დახვეწილობას.

ვიდეოთეკა