Carpets

Carpets

კომფორტი და სიმყუდროვე ყოველ ნაბიჯზე

რბილი იატაკი, როგორც ინტერიერის ფუნდამენტური ელემენტი სიმყუდროვეს, ესთეტიკასა და მაღალ ხარისხს ერთიან კომპოზიციად წარმოაჩენს.

ეს მასალა იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ინოვაციურ, პრაქტიკულ და სითბოს ჰარმონიულ კომბინაციას. რბილი იატაკი, როგორიცაა ხალიჩის ფილა ან ქსოვილოვანი საფარი, ქმნის სასიამოვნო და ამავდროულად, ეფექტურ სამუშაო და საცხოვრებელ სივრცეს.

რბილი ზედაპირი არამარტო სითბოს სძენს სივრცეს, არამედ ჰარმონიასა და სიმშვიდეს ქმნის. მისი აკუსტიკური თვისებები კი ხმაურს მინიმუმამდე ამცირებს. განსაკუთრებით პოპულარულია საძინებლებში, სასტუმროებსა თუ ოფისებში, სადაც სიმყუდროვე პრიორიტეტულია.

მახასიათებლები:
  • ხმის იზოლაცია
  • თბოიზოლაცია
  • წყალგამძლეობა
  • ჭუჭყის, მტვრისა და ტენისადმი მდგრადობა
  • მარტივად მოვლადი
  • ეკოლოგიურად სუფთა მასალები

თუ მრავალფეროვნებას ეძებთ, მაშინ რბილი იატაკი თქვენთვისაა. მისი გამოყენებით ნებისმიერი სივრცის განსხვავებულად წარმოჩენა შეგიძლიათ. ფერების, ფორმებისა და ტექსტურების ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი იდენტობისთვის დამახასიათებელი და გამორჩეული გარემო.

თანამედროვე სამყაროში ხალიჩები განსხვავებული მასალებისგან მზადდება, მათ შორისაა ბუნებრივი ბოჭკო (ბამბა, შალი), სინთეზური ბოჭკო (ნეილონი, პოლიესტერი, აკრილი), ხოლო ფერადი ვიზუალების მისაღებად გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა საღებავი.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან, როგორიცაა Gerflor, Balsan და Forbo, რათა უმაღლესი ხარისხის რბილი იატაკების, ხალიჩებისა და იატაკის ფილების ფართო არჩევანი შემოგთავაზოთ.

კატეგორიები

ფილა

კედლიდან კედლამდე

ყველა პროდუქტი