Logo of Laminam

იტალიური ბრენდი, რომელმაც გარდაქმნა კერამიკული სლებების სამყარო. მან გაუძლო დროის გამოცდას და უკვე 30 წელზე მეტია გთავაზობთ ხარისხიან და მრავალფეროვან ზედაპირებს. ის მოწინავეა კერამიკული სლებების სამყაროში, სადაც მუდმივად შეაქვს ინოვაციები. ქმნის მასალებს, რომლებიც წარმოუდგენლად თხელია და თან საოცრად გამძლე. კომპანიის მიზანი არა მხოლოდ ხარისხის შენარჩუნებაა, არამედ მისი მუდმივი გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, Laminam-ის მასალები ყოველთვის აღემატება მომხმარებლების მოლოდინებს, ამართლებს ნდობას და უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგებს.

მდგრადი და უსაფრთხო ზედაპირი

Laminam-ის ზედაპირის ფორიანობა საშუალოდ 0,1%-ია, რისი მეშვეობითაც ის მდგრადია ნაკაწრებისა და ღრმა აბრაზიის მიმართ. მისი ზედაპირი არ იცვლება მაშინაც კი, თუ ის ექვემდებარება ინტენსიურ გამოყენებას. კერამიკული სლებები არ შეიცავს ორგანულ მასალებს, ამიტომაც ისინი არ იცვლიან ფერსა და სტრუქტურას სამზარეულოში ცხელ ნივთებთან პირდაპირი ზემოქმედების დროსაც. Laminam-ზე არ მრავლდება სოკოები, ობი და ბაქტერიები. ის არის პირველი გრაფიტის საწინააღმდეგო კერამიკული ზედაპირი, რომლის გაწმენდა და საღებავების მოცილება მარტივია.

რატომ Laminam?

  • ინოვაცია და ტექნოლოგია – Laminam მუდმივად ახორციელებს

კვლევებსა და ინვესტიციებს, რათა წარმოადგინოს კერამიკული მასალების საუკეთესო ვარიანტითანამედროვე ბაზარზე.

  • გამძლეობა და სანდოობა – Laminam-ის სლებები გადის

მკაცრ ტესტირებებს, რაც უზრუნველყოფს მათ საიმედოობას.

  • მრავალფეროვანი დიზაინები – Laminam გთავაზობთ დიზაინებისა

და ტექსტურების ფართო სპექტრს, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ უნიკალური სივრცეები.

  • მდგრადობა და ეკოლოგიურობა – კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს

ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

გამოყენების არეალი

Laminam-ის თითოეული სლები არის შესაძლებლობების ტილო, მათი ტექსტურები, რომლებსაც აქვთ მარმარილოს, ბეტონის, ხისა და ლითონის იერსახე ჰარმონიულად ავსებს ნებისმიერი სტილის ინტერიერს. მისი გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა დატვირთვის მქონე ადგილებში: კედელზე, იატაკზე, ავეჯსა თუ გარე ფასადზე. გამოყენების მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ იდეები რეალობად აქციოთ და შექმნათ სივრცეები, რომლებიც ერთდროულად ლამაზი და ფუნქციურია. მდგრადობა ნაკაწრებისა და ლაქების მიმართ Laminam-ს საუკეთესო არჩევანს ხდის სამზარეულოსა თუ აბაზანის ზედაპირების მოსაპირკეთებლად. მათი გამოყენება შეგიძლიათ კედლებსა და იატაკზეც, ბუხრის ირგვლივ, კარებზე, ფანჯრის რაფებზე და დეკორატიულ კედელზე. ის ასევე დაამშვენებს

გარე ფასადებს, გარე სამზარეულოს, ტერასებსა და აუზის მიმდებარე ტერიტორიას.  

2015 წლიდან Laminam არის Phoenix-ის ექსკლუზიური ბრენდი და ამ დროიდან ის ქართულ სივრცეებს იტალიურ დახვეწილობასა და კერამიკული მასალის გამძლეობას სთავაზობს.