25 წელზე მეტი გამოცდილებით, კომპანია “ფენიქსი” საქართველოში არქიტექტურული ზედაპირების ბაზრის ლიდერია. 

ჩვენ ვართ პრემიუმ კლასის არქიტექტურული ზედაპირებისა და სამშენებლო მასალების წამყვანი მიმწოდებელი, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანს — ბუნებრივი ქვიდან დაწყებული თანამედროვე სამშენებლო ქიმიით დამთავრებული. თანამედროვეობის, გამძლეობისა და მარტივი ონლაინ წვდომის საშუალებით, ჩვენ ვეხმარებით არქიტექტორებს, დიზაინერებსა და მშენებლებს გამორჩეული სივრცეების შესაქმნელად.

ჩვენ ვქმნით ახალ სტანდარტს არქიტექტურული ზედაპირების სფეროში, სადაც ინოვაცია, ხარისხი და დიზაინი ერთიანდება უმაღლესი დონის მომსახურებასთან. ვხედავთ ჩვენს როლს, როგორც ხიდს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებსა და ქართველ პროფესიონალებს შორის, რაც საქართველოს არქიტექტურულ და დიზაინერულ სივრცეს საერთაშორისო სტანდარტებთან აახლოებს.

რატომ ფენიქსი?

  • მრავალფეროვანი არჩევანი – ჩვენს გალერეაში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეული საუკეთესო ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მოთხოვნებს.
  • საერთაშორისო გამოცდილება – ვამაყობთ საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში წარმატებით განხორციელებული პროექტებით, სადაც ვიყენებთ მსოფლიო მასშტაბით აპრობირებულ სამშენებლო მასალებს.
  • პროფესიონალთა გუნდი – ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები უზრუნველყოფენ კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებში.

ჩვენი მიღწევები

  • 5000+ წარმატებით განხორციელებული პროექტი 

  • 300+ პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობა 

  • 25+ წელი ბაზარზე

მრავალფეროვანი პორტფოლიო

ჩვენი ნამუშევრები მოიცავს პროექტებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის:

  • კერძო სახლები და აგარაკები 
  • საცხოვრებელი კომპლექსები 
  • რესტორნები და კაფეები 
  • სასტუმროები და დასასვენებელი კომპლექსები 
  • საოფისე სივრცეები 
  • გასართობი ცენტრები
  • განსაკუთრებით ვამაყობთ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობით – პროექტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში “საუკუნის მშენებლობად” არის აღიარებული.

ჩვენი ხედვა

მუდმივად ვაკვირდებით და ვიკვლევთ მსოფლიო ბაზარს, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ უახლესი ტენდენციები და ინოვაციური გადაწყვეტები. კომპანია “ფენიქსთან” თანამშრომლობით, თქვენ იღებთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს, არამედ პარტნიორს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი იდეების სრულყოფილად განხორციელებაში.

გთავაზობთ ვრცელ კატალოგს, რომელიც მოიცავს:

  • Stone – ჩვენი ბუნებრივი ქვის კოლექცია წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ უმაღლესი ხარისხის მასალებს: მარმარილო, გრანიტი, ტრავერტინი, ონიქსი, კვარციტი და სხვა.
  • Ceramics – საქართველოში ჩვენი კომპანია არის იტალიური ბრენდის “Laminam”-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი. “Laminam” წარმოადგენს ევროპაში კერამიკული სლებების აბსოლუტურ ლიდერს, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უპრეცედენტო დიზაინერული გადაწყვეტილებებით.
  •  იატაკის საფარები – პრემიუმ კლასის იატაკის ფართო არჩევანი ნებისმიერი ინტერიერისთვის. გთავაზობთ ვინილის, დეკორატიულ, პოლიმერულ იატაკებს, ასევე ფალშ-იატაკსა და დეკინგს.
  •  Carpets – კომფორტისა და სტილის უნიკალური შერწყმა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცეებისთვის
  • ჭერის სისტემები – ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც ცვლიან სივრცის აღქმას
  • ფასადური მასალები – მდგრადი და ესთეტიკურად მიმზიდველი გადაწყვეტილებები ნებისმიერი შენობის ექსტერიერისთვის
  • Waterproofing – უმაღლესი ხარისხის დამცავი სისტემები ხანგრძლივი საიმედოობით
  • Construction Chemistry – როგორც “ARDEX”-ის (მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სამშენებლო ქიმიის სფეროს აბსოლუტური ლიდერი) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, გთავაზობთ პროფესიონალურ პროდუქტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ თანამედროვე მშენებლობის მოთხოვნებს.

 ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის პროდუქტი შერჩეულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ესთეტიკურ მიმზიდველობას, არამედ ხანგრძლივ მდგრადობასა და ფუნქციონალურობას.

  • თითოეულ კატეგორიაში ყველაზე წარმატებული ევროპული ბრენდების საუკეთესო კოლექციების იმპორტი
  • პირდაპირი ონლაინ შოპინგის (ელექტრონული კომერციის) კომფორტით


ჩვენი მიზნები

ჩვენ წარმოვადგენთ არქიტექტურული ზედაპირების ლიდერ კომპანიას ამიერკავკასიაში/საქართველოში.

  • გაფართოება ახალ საერთაშორისო ბაზრებზე
  • ძლიერი გლობალურ პარტნიორთა ქსელი
  • პარტნიორობა ცნობილ არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და დეველოპერებთან

ჩვენი მიზანია, საქართველოში პირველებმა წარმოვადგინოთ ინოვაციური მასალები, რომლებიც ცვლიან დიზაინისა და მშენებლობის ინდუსტრიას.

  • ახალი სტანდარტი მოსაპირკეთებელი მასალების ბაზარზე
  • ტრენდის შემქმნელი დიზაინების შემოტანა
  • ეკოლოგიურად სუფთა, გადამუშავებული მასალების განვითარება
  • მდგრადი მშენებლობის პრაქტიკის მხარდაჭერა სერთიფიკატების მეშვეობით

გთავაზობთ უწყვეტ, მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას

  • ინდივიდუალური მიდგომა
  • პროფესიონალური კონსულტაცია
  • შეკვეთაზე მორგებული გადაწყვეტილება ყველა მასშტაბის პროექტისთვის
  • სწრაფი მიწოდება